La Viarte ტრანსფორმაციულ მოგზაურობას გვთავაზობს — უბრალოდ კოსმეტიკურ განახლებას კი არა, ცდილობენ, პატივი მიაგონ მეღვინეობის ხანგრძლივ ისტორიას ისე, რომ თანამედროვე ეპოქის დინამიკური სულისკვეთებაც შეინარჩუნონ. შესაბამისად, Liende-ს ღვინის სერიებში თითოეული ბოთლი წარმოადგენს პორტალს რეალობაში, რომელშიც ტრადიცია და ინოვაციები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
თუ კარგად დააკვირდებით თითოეულ ეტიკეტზე ნომრებია ასახული, რითაც არამხოლოდ ბრენდის ექსკლუზიურობაზე მიგვანიშნებენ, არამედ ადასტურებენ, რომ ისინი ღვინის წარმოების ყველა ასპექტზე ამახვილებენ ყურადღებას. 6 განსხვავებული ეტიკეტისთვის უნიკალური ფერთა პალიტრაა შერჩეული, ყველა ერთად აღებული კი იდეალურად ასახავს La Viarte-ს მიდგომას.
Liende-ს სერია ღვინის კოლექციაზე უფრო მეტიცააო, ამბობენ — „იგი La Viarte-ს ერთგულებას ასახავს ხარისხის, ინოვაციებისა და მეღვინეობის ტრადიციის მარადიულობის მიმართ. თითოეული ბოთლით იწვევს ენთუზიასტებს, რაღაც ახლის კვლევის მოგზაურობაში ჩაეშვან, სადაც ყოველი ყლუპი ახალი გემოების შეგრძნებასა და რაღაც არაჩვეულებრივის აღმოჩენას ჰპირდება მათ“.
La Viarte-ს განახლებაზე Paolo Vendramini-ის შემოქმედებითმა სააგენტომ იმუშავა.