კრეატიული სააგენტო Ogilvy-ის ხელმძღვანელობით, ცნობილი ნუგას ბრენდი Suchard საშობაო რეკლამას წარმოგვიდგენს, სახელწოდებით La Vida Es. ეს არის მარტივი ანიმაციური ამბავი იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შობის ჯადოქრობა ადამიანური კავშირებისთვის.
სიუჟეტის მთავარ გმირებად მოხუცი ცოლ-ქმარი გვევლინებიან. ისინი იხსენებენ, როგორ აღნიშნავდნენ გასულ წლებში შობას. სასიამოვნო მომენტებით სავსე ცხოვრების შემდეგ კი ფიქრობენ, რამდენად სწორად გააკეთეს ყველაფერი… ალბათ, ბევრ თქვენგანს Pixar-ის ცნობილი ანიმაცია Up გაახსენდება — სტილითა და ვიზუალური თხრობით.
„შობა წელიწადის ყველაზე ჯადოსნური დროა, როდესაც საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა კიდევ უფრო სიღრმისეულ მნიშვნელობას იძენს. ამ მიზეზით, გვინდოდა, ხალხისთვის საშობაო სულისკვეთების ძალა შეგვეხსენებინა და შთაგვეგონებინა, რომ ეს ავთენტური მომენტები შეინარჩუნონ. ცხოვრება არის ის, რაც ახალი წლიდან ახალ წლამდე ხდება“, — აღნიშნავენ Suchard-ის წარმომადგენლები.












