in ,

როცა გარეთ გასვლა გეზარება და საბაბის მოფიქრებაში AI სავარძელი გეხმარება…

ზოგჯერ ისე ვიღლებით, რომ ძალიან გვეზარება სახლიდან გასვლა, თუნდაც მეგობრებთან ერთად გართობა და გახალისება. ერთადერთი, რაც გვინდა, ჩვენს კომფორტულ სავარძელში მოკალათება და ფილმების ყურებაა. ამ ნარატივს ეხმიანება La-Z-Boy-ის უახლესი კამპანიაც, რომელიც მხოლოდ კრეატიული ვიდეორგოლებით არ შემოიფარგლა, არამედ რეალურად შექმნა პლატფორმა „გართობისგან თავის დასაძვრენად“.

უფრო კონკრეტულად, კომპანიამ სავარძელში ხელოვნური ინტელექტის სისტემა ჩააინტეგრირა, რომელიც მობილურ აპლიკაციასთან სინთეზში მუშაობს. სახელწოდებით The Decliner, პროტოტიპი ე. წ. „ხელიდან გაშვების შიშს“ ეწინააღმდეგება და მას სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს. ერთადერთი, რაც მომხმარებლებმა უნდა გააკეთონ, სავარძელზე დამონტაჟებული სახელურის გადაწევა იქნება, აპლიკაცია კი ავტომატურად დაიწყებს ტექსტური მიზეზის დაგენერირებას, თუ რატომ ვერ მოახერხებს სახლიდან გასვლას.

აღსანიშნავია, რომ The Decliner უფრო დიდი მარკეტინგული კამპანიის ნაწილია, სახელწოდებით Long Live The Lazy. ამ უკანასკნელის მიზანია, ხალხს დასვენების მნიშვნელობა და აუცილებლობა შეახსენოს — თითქოს, ბოლო დროს დანაშაულად იქცა სახლში ყოფნის, მშვიდად განტვირთვის სურვილი და მუდმივ მოქმედებას ვაიძულებთ თავს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროდუქტი ჯერ მხოლოდ პროტოტიპის სახით არსებობს და მოსაგებად შეგიძლიათ, ვებგვერდზე თქვენი ორიგინალური „თავის დასაძვრენი მიზეზი“ შეიყვანოთ. საუკეთესო ვერსიის ავტორს მოგვიანებით 3 სავარძელი გადაეცემა.

ადამიანები სხვებისგანაც ისეთ საქციელს მოელიან, როგორც თავად იქცევიან

ცხოვრება უდიდესი მოგზაურობაა — Hennessy-ის ემოციური ვიდეორგოლი