in

Laap studio საერთაშორისო ფოტოპროექტს იწყებს: საერთაშორისო ტალანტების თანამშრომლობა ქართულ კომპანიებთან

LAAP Studio ბოლო ექვსი წელია, გამორჩეული სახელია ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში. ახლა ის აფართოებს ჰორიზონტს და იწყებს ახალ პროექტს, რომელიც უცხოელ ფოტოგრაფებთან თანამშრომლობას მოიცავს. ეს შემოიტანს ახალ გლობალურ პერსპექტივებს ქართულ სარეკლამო სივრცეში. პროექტის ფარგლებში ჩამოვლენ ფოტოგრაფები, რომლებიც პროფესიონალები არიან სხვადასხვა განხრით: Food and Baverage Photography, Lifestyle Photography, Product Photography, Fashion Photography.

ცნობილია იმ უცხოელი ფოტოგრაფების ვინაობა, რომლებიც პირველები ეწვევიან თბილისს ამ პროექტის ფარგლებში. მსოფლიო ბაზარზე ცნობილი ფოტოგრაფები Carlos Velasco და Kate Hu კრეატიული კამპანიებისადმი თამამი და ინოვაციური მიდგომით აძლიერებენ ინდუსტრიას და ეხმარებიან ბრენდს, იყოს დაუვიწყარი. Velasco & Hu-ს აქვს მდიდარი პორტფოლიო, რომელშიც შევხვდებით ცნობილი მსოფლიო ბრენდების სახელებს, როგორებიცაა: COCA-COLA, UBER EATS, BEEFEATER O.O, SAN MIGUEL BEER, SANTA TERESA RUM, FIVERR და ა.შ. მათთან თანამშრომლობა იქნება პირველი თამამი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი LAAP Studio-ს პროექტში. მათი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში შევხვდებით რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ჯილდოს, მაგალითად: International Photography, Tokyo International Foto, Fine Art Photography ჯილდოებს და ა.შ. ასევე, უკვე ცნობილია ის სამი ქართული კომპანია, რომელსაც LAAP Studio უცხოელ ფოტოგრაფებთან ერთად შესთავაზებს ახალ პროექტებს, მათ შორისაა Château Mukhrani • შატო მუხრანი, Audi Georgia და TBC Concept.

ელენე აფციაური, LAAP Studio-ს CEO:

M: როგორ ფიქრობთ, რა სარგებელს მოუტანს პროექტი ქართულ კომპანიებს?

უცხოელი ფოტოგრაფების გამოცდილება და ცოდნა, რომელიც სხვადასხვა მრავალფეროვან პროექტზე მუშობისას დააგროვეს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამასთანავე, საინტერესოა პერსპექტივისა და ხედვის შეფასება, თუ როგორ აღიქვამენ ისინი ქართულ ბრენდებს. განსაკუთრებით იმ ბრენდებს, რომლებზე მუშაობაც ოთხი დღის განმავლობაში მოუწევთ. კოლაბორაციები, რომელშიც სხვადასხვა კულტურის გაერთიანება ხდება საჭირო, განსაკუთრებით საინტერესო და წარმატებული გამოდის. ამიტომ უცხოელი ხელოვანების, ფოტოგრაფების მიერ ქართული ბრენდების წარმოჩენით ისეთი მასალის მიღებაა შესაძლებელი, რომელიც აბსოლუტურად უცხო იქნება ქართული სექტორისთვის. ამიტომ ამ პროექტზე ძალიან დიდ მოლოდინებს ვამყარებთ და დარწმუნებულნი ვართ, შედეგები მოლოდინს გადააჭარბებს.

M: თუ შეგიძლიათ, მოკლედ გვითხრათ უახლოეს გეგმებსა და მიზნებზე…

თბილისს ეწვევა ორი ფოტოგრაფი მადრიდიდან 1,2,3, 4, ივნისს და იმუშავებენ აუდი საქართველოსთვის, თიბისი კონცეპტისთვის და შატო მუხრანისთვის. გადაღებები იქნება მრავალფეროვანი, მათ მოუწევთ იმუშაონ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ პროექტებზე. ეს დღეები იქნება ძალიან დატვირთული და გამოწვევებით სავსე ჩვენთვისაც და ფოტოგრაფებისთვისაც, სწორედ ამიტომ პროექტი განსაკუთრებით საინტერესო და პრეცედენტულია.

ამ ეტაპზე მოლაპარაკებები დაწყებულია სხვა ფოტოგრაფებთანაც და პროექტის ფარგლებში ფოტოგრაფები მთელი მსოფლიოდან შეიტანენ თავიანთ ხედვას ქართული ბიზნეს სექტორის პოზიციონირებაში. აქვე დავამატებ რომ ლიმიტირებულია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც პროექტში მონაწილეობას შეძლებენ.

მთავარი მიზანი არის ახალი გამოცდილების მიღება და ახალი სტანდარტების დანერგვა ფოტოფროდაქშენის მიმართულებით. ლააპი ერთ-ერთი პირველი კომერციული ფოტოსტუდია საქართველოში და ბაზარზე მუდმივად პოზიციონირდება მაღალი ხარისხითა და სტანდარტით. ამ შემთხვევაშიც გვინდა სიახლის დანერგვა. საბოლოო შედეგი კი გვინდა, იყოს საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და არა მარტო უცხოელი ფოტოგრაფების ჩამოყვანა საქართველოში, არამედ ჩვენი სტუდიის სამომხმარებლო მასშტაბების გაზრდა საერთაშორისო კომპანიებისთვის მომსახურებით.

ეს სტრატეგიული ნაბიჯი ხაზს უსვამს, რომ  LAAP Studio-ს სხვადასხვა მხატვრული შეხედულების პროექტებში ჩართვით აგრძელებს მუდმივ განვითარებას და ახალი სტანდარტების დანერგვას. ეს პარტნიორობა საშუალებას მისცემს კომპანიას, შეისწავლოს ინოვაციური კონცეფციები და მხატვრული ტექნიკები.

[პარტნიორის კონტენტი]

ავტორი: ნინო რუხაია

„ავტო გალერიმ“ საქართველოში Indian motorcycle-ის ახალი მოდელები წარადგინა

Apple-ის ვიდეორგოლი ადამიანურ კრეატიულობას აღიარებს