in

LAB — ექსპერიმენტული ტანსაცმლის ბრენდი ფუტურისტული იდეებით

LAB — ასე ჰქვია ფუტურისტული მოდის ბრენდს, რომელიც სამოსის ექსპერიმენტულ ხასიათზეა ორიენტირებული. ეს კი მუდმივად ახალი შესაძლებლობების ძიებაში გამოიხატება, რათა ქსოვილებისა და ინოვაციური იდეების კომბინაცია ბრენდის დნმ-ის განუყოფელ ნაწილად აქციოს.

როგორც აღნიშნავენ, მისი შექმნის მთავარი მიზანი ელემენტებისა და ქსოვილების შერევის იდეის გადმოცემა, მოდის ახალი ხერხის შექმნა იყო. სახელის მნიშვნელობა ტექნოლოგიურ და ფსიქოდელიურ სტილში ვიზუალურ აქტივებად გარდაიქმნა… ლოგოს იდეაც ელემენტებისა და სტილის ამ ნაზავიდან წარმოიქმნა — ასო A გოტიკურ სტილშია შესრულებული, ხოლო L და B ასოებისთვის მონოგანივი შრიფტია გამოყენებული.

საბოლოოდ, შეიქმნა ძლიერი ვიზუალური იდენტურობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც ციფრულ, ისე ოფლაინ გარემოს. მაგალითად, ციფრული სამყაროსთვის განკუთვნილია აპლიკაციების სერია, სოციალური სივრცის პოსტები და ვებგვერდების ბანერები. ოფლაინისთვის კი გააკეთეს პლაკატები და ბილბორდები, რათა ბრენდის კონცეფციას გაუსვან ხაზი.

შესაძლებლობების გახსნილი კარი ახალგაზრდებისთვის – ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდი „ლუტეცია“ ერთი წლისაა

Zoom თქვენს ჟესტებს ამოიცნობს