in

„ჩვენ არ ვიბრძვით პირველობისთვის, ეს ხომ ისედაც გარდაუვალია, როცა საუკეთესოდ აკეთებ შენს საქმეს“ – LAB-ის ბიზნესისტორია

რა არის LAB?! 

LAB 2005 წელს დაარსდა და დღეს, საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია – კომპანია 20-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის, მათ შორის: Microsoft, Cisco, DELL , HPE, NetApp, VMware, Fortinet, Lenovo, HP Inc. და სხვა საერთაშორისო კორპორაციების ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორია საქართველოში.

„ჩვენ არ ვიბრძვით პირველობისთვის, ეს ხომ ისედაც გარდაუვალია, როცა საუკეთესოდ აკეთებ შენს საქმეს“- ამბობს კომპანიის დირექტორი ანნა კაჭიური.

როგორც წესი, ფართო აუდიტორიისთვის უცნობია ასეთი ორგანიზაციები, რადგან ისეთ მიმართულებაზე მუშაობენ, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ჩანს. უნივერსიტეტებმა, სკოლებმა, საავადმყოფოებმა, სახელმწიფო უწყებებმა, ბანკებმა, გადახდის სისტემებმა და სხვა ორგანიზაციებმა შეფერხების გარეშე რომ იმუშაოს, ისინი  გვთავაზობენ წამყვან ინოვაციურ გადაწყვეტილებებს და გვიცავენ კიბერ დარტყმებისგან, გვეხმარებიან მონაცემების დამუშავებაში, ინახავენ ინფორმაციას ღრუბლოვან და ლოკალურ რესურსებზე და გვაწვდიან ხარისხიან და პროფესიონალურ სერვისს.

რა არის მნიშვნელოვანი კომპანიისთვის?! 

ანნა კაჭიურის თქმით, ტექნოლოგიები ისეთი ტემპით ვითარდება, რომ გუშინდელი ცოდნა, დღეს, საკმარისი აღარ არის. ამბობს, რომ ორგანიზაცია ეძებს ადამიანებს, ვისაც პირველ რიგში, სწავლა და პროფესიული განვითარება სურს:

„ამბიციური, მიზანდასახული და საქმის მცოდნე ადამიანები LAB-ის მამოძრავებელი ძალაა. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ორგანიზაციის წარმატებას განაპირობებს“.

კომპანიის უმთავრეს ფასეულობათა შორისაა თანამშრომლების კეთილდღეობა და მათი უფლებების დაცვა სამუშაო გარემოში. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, LAB წარმატებით თანამშრომლობს გაეროს მსოფლიო ორგანიზაციასთან.

რა აქვს კომპანიას?!

15 წლიანი გამოცდილება საქართველოს ტექნოლოგიურ ბაზარზე, უამრავი ჯილდო და რეგალია. ამ მხრივ აღსანიშნავია, კომპანიის ბოლო მიღწევა, რომლის ფარგლებშიც მიღებული ჯილდო მათ კარიერაში პირველია. გიგანტმა ამერიკულმა კორპორაციამ Hewlett Packard Enterprise „ლაბს“ გადასცა „2019 წლის საუკეთესო ჰიპერკონვერგენტული პროექტის“ ჯილდო. ეს ნიშნავს, რომ მთელი ქვეყნის ფარგლებში დაინერგა ყველაზე მასშტაბური და ინოვაციური, პროგრამულად უზრუნველყოფილი მონაცემთა დამუშავების ცენტრი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ოპერაციების შესრულებას უზრუნველყოფს.

„სისტემა გამოირჩევა მაღალი დონის მდგრადობით, მოქნილობით, გამოყენების სიმარტივით და გაფართოების შესაძლებლობით.

კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი, რომლის სერტიფიცირებაც საქართველოში კომპანია „ლაბ“-მა მოიპოვა  და შესაბამისად, პირველმა დანერგა ქართულ ბაზარზე, არის HP MPS (Managed Print Service), რაც გულისხმობს, პრინტერების ერთობლივ მართვას, მონაცემების აღრიცხვას, რეპორტების გაგზავნას, დისტანციურ და დაცულ ბეჭდვას, ასევე – სხვა ბევრ საინტერესო ფუნქციას“.

DevOps – კიდევ ერთი სიახლეა კომპანიის პორტფოლიოში, რომელიც წარმოადგენს კომბინირებულ მეთოდოლოგიას, აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ოპერაციებს. ამარტივებს და ვირტუალურ გარემოს ბევრად მოქნილს ხდის, ასევე – მატებს პროცესების ავტომატიზებას.

გარდა ამისა, იგეგმება პროგრამულად უზრუნველყოფილი მონაცემთა დამუშავების ცენტრების და ქსელების მიმართულების დანერგვა საქართველოში, რომელსაც კომპანიის თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი – იური სემენიხინი ხელმძღვანელობს. ის მსოფლიოში, ერთ-ერთი მოწინავე, საქართველოში კი პირველი სპეციალისტია ამ მიმართულებით.

კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა

ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით მოღვაწეობის პარალელურად, კომპანია აქტიურადაა ჩართული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში და ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს.

კორონავირუსის პანდემიით (COVID-19) გამოწვეულ კრიზისულ პერიოდში, კომპანიამ, „ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს“, სრულიად უსასყიდლოდ, გადასცა მონაცემთა სანახი სისტემა, რათა 24 საათიანი მუშაობის დროს არ მოხდეს ინფორმაციის მიღების, შენახვისა და დამუშავების პროცესის შეფერხება ისეთ ადგილზე, როგორიც სამედიცინო დაწესებულებაა.

 

2019 წელს კომპანია შეუერთდა გაეროს გლობალური კომპაქტისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ შექმნილ პროექტს და ხელი მოაწერა ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs), რომლის მთავარ მიზანს ქალთა ეკონომიკური მხარდაჭერა და გენდერული თანასწორობა წარმოადგენს.

პანდემიის დროს, სასწავლო პროცესის შეფერხების აღმოფხვრის მიზნით, LAB-მა „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტების ინტერნეტ წვდომა უზრუნველყო.

ასევე, სტუდენტების მხარდასაჭერად განახორციელა არაერთი უფასო ვებინარი, ტექნოლოგიური სიახლეების კუთხით. მათ შორის ერთ-ერთია ღია ვებინარი სახელწოდებით, „მონაცემთა ფაბრიკა“ – მოგზაურობა ციფრულ ტრანსფორმაციაში, რომელიც 20 მაისს, LIVE ფორმატში ჩატარდა.

„დღეს, პანდემიის დროს ტექნოლოგიები გვჭირდება ისე, როგორც არასდროს. ინტერნეტი გახდა მუშაობის, განათლების მიღების და გართობის ერთადერთი საშუალება. ჩვენი ორგანიზაცია მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს პროცესები იყოს ხარისხიანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი“- აცხადებენ LAB-ში.

რას ვაკეთებთ და რას გავაკეთებთ?!

კომპანიის მენეჯმენტი თვლის, რომ ცოდნის გაზიარება მნიშვნელოვანი საფეხურია მათ განვითარებაში. ამიტომ აქტიურად იღებენ მონაწილეობას სტუდენტთა განათლებაში. გარდა იმისა, რომ „ლაბ“ ხშირად მართავს სემინარებს სტუდენტებისთვის, პარალელურად, იწვევს მათ ე.წ. ვორკშოპებზე, რომლებიც ეხება ტექნოლოგიური სფეროს უახლეს გამოწვევებს. სიახლის შეცნობის გარდა, მსგავს ღონისძიებებზე, მათ ეძლევათ საშუალება, შეხვდნენ საქართველოში არსებული მსხვილი ორგანიზაციების წამყვან IT სპეციალისტებს, რაც თავის მხრივ ეხმარება სტუდენტებს დაიმკვიდრონ თავი ტექნოლოგიურ სფეროში და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა თანამედროვე IT გადაწყვეტილებებზე.

სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, კომპანია, მომავალში, კიდევ რამდენიმე კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტთან აპირებს პარტნიორობას.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, 2021 წელს, „ლაბ“ საერთაშორისო კორპორაცია DELL-თან კოლაბორაციით, გამართავს მასშტაბურ ღონისძიებას “Women in IT”. ღონისძიების მთავარ მიზანს ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, IT სფეროს პოპულარიზაცია და ტექნოლოგიების კუთხით, ქალთა განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

LAB, დღეს, 5 ძირითადი IT მიმართულებით მუშაობს: IT ინფრასტრუქტურა, Cloud გადაწყვეტილებები, ინფორმაციული უსაფრთხოება, პროგრამული უზრუნველყოფა და ქსელური ინფრასტრუქტურა.

გამომდინარე იქედან, რომ ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, მოთხოვნები კი ამ განვითარების პარალელურად იცვლება, კომპანია ცდილობს, ფეხი აუწყოს თანამედროვე ტენდენციებს, შეისწავლოს ისინი, სრულად აითვისოს და შემდგომ მოახდინოს მათი გაზიარება, ქვეყნის მასშტაბით.

 

[R]

Lions Live-მდე რამდენიმე საათი დარჩა!

მეორადი კომპიუტერები და აქსესუარები ონლაინ, Mymarket-ზე უკვე იყიდება