ისრაელში შეიქმნა სტარტაპი, რომელიც ლაბორატორიულად გაზრდილ ალმასებს სთავაზობს საზოგადოებას. ახლახან მასში, სხვა ინვესტორებთან ერთად, დიდი ინვესტიცია ჩადო ფრანგულმა ძვირადღირებულმა ჯგუფმა LVMH Luxury Ventures. $90-მილიონიანი ინესტიციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო კომპანიამ, რაც ალმასის ეთიკური შესყიდვის შესახებ შეშფოთება გაიზარდა.
ლაბორტორიაში ბრილიანტები მზის ენერგიის გამოყენებით იზრდება და უნდა აღინიშნოს, რომ სტარტაპი ალმასის პირველი მწარმოებელი, რომელიც მხოლოდ მზის ენერგიას ეყრდნობა. მიღებული ქვები კი “Sun Grown Diamond” ხაზის მეშვეობით იყიდება.
ეს ხელოვნური ძვირფასი ქვები ისეთივე რეალურია, როგორც მოპოვებული ბუნებრივი ბრილიანტები. მათ იგივე ქიმიური და ფიზიკური თვისებები აქვთ, როგორც ნამდვილს. შესაბამისად, ბზინვარება და სიკაშკაშეც შენარჩუნებულია.
ცხადია, LVMH-ს კარგად ესმის ძვირადღირებული მოდის მომავალი და ამიტომაც დაუჭირა მხარი ინოვაციას. თუმცა, იუველირები Tiffany და Bulgari, რომლებიც LVMH-ის ოჯახს ეკუთვნიან, ბუნებრივ ძვირფას ქვებს ანიჭებენ უპირატესობას ტექნოლოგიის გამოყენებას არ აპირებენ.