იდეა, რომელიც ფერად, წყალგაუმტარ მატერიად იქცა – „ლაბადა“
რამ შექმნა საწვიმრების ქართული ბრენდი, „ლაბადა“? – ფერების სიყვარულმა, ქვეყანამ, სადაც მაღალი მოდა იქმნება და კოკისპირულმა წვიმამ. ახალბედა ბიზნესის ავტორებმა, ნათია ნესოშვილმა და ელენე ჭიჭინაძემ, იტალიაში ყოფნისას, წვიმის დროს გაჩენილი იდეა წყალგაუმტარ მატერიად გარდაქმნეს და საქართველოში დაბრუნებულებმა, წარმოებაც დაიწყეს.
ჩვენიპროფესიებიდაგვეხმარაბრენდისშექმნასადაგანვითარებაში. ბრენდისმისიამარტივია, შევქმნათწყალგაუმტარი, ფერადი, კომფორტულიდახარისხიანითანამგზავრითქვენთვის. ვიცოდით, რომ ბრენდის სახელი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ქართული. იმის გათვალისწინებით, რომ გაყიდვებს საქართველოს საზღვრებს გარეთაც ვაპირებთ და უკვე ძალიან ბევრი უცხოელი კლინეტი გვყავს, სხვადასხვა ქვეყნიდან, გვინდოდა, სახელი მარტივად დასამახსოვრებელი და გამოსათქმელი ყოფილიყო ნებისმიერი ადამიანისთვის. რაც შეეხება ჩვენს ვიზუალურ იდენტობას, „კოსმონავტის ჩაფხუტი“ – ეს ჩვენი ლოგოა. სათქმელი კი ის, რომ „ლაბადა“ იქნება მუდამ თქვენი თანამგზავრი. როგორც კოსმონავტს სკაფანდრი, ისე დაიცავს „ლაბადა“ საკუთარ მეგზურებს, – გვიყვებიან „ლაბადას“ შემქმნელები.
ბრენდის კონკურენტულ უპირატესობებზე საუბრისას, „ლაბადას“ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი პირველი და მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ხარისხია, რა თქმა უნდა, ასევე, სტილი და ფერები, რაც „ლაბადით“ დაინტერესებული კლიენტების რაოდენობას, ყოველდღიურად, ზრდის.
ასევე,ვფიქრობთ,რომკომუნიკაციითაცგამოვირჩევით.გვინდა,რაცშეიძლებაახლოსვიყოთჩვენსმომხმარებელთანდარეალურისარგებელიშევთავაზოთ.არგვინდა,მათთვისვასოცირდებოდეთ,უბრალოდ,კომერციულბიზნესთან, რომლისმთავარიმისიაცპროდუქტისგაყიდვაა.ჩვენამფერებით, სიხალისით,ხარისხზეზრუნვითადამომხმარებელზემორგებულიპოლიტიკითვცდილობთ,შევქმნათუფრომეტი,ვიდრე,უბრალოდ,ბიზნესი, – ნათია ნესოშვილი და ელენე ჭიჭინაძე.
„ლაბადა“ ახალი შექმნილია, თუმცა ამის მიუხედავად, პროდუქტების დამატება, ბრენდმა, უკვე სამჯერ მოახერხა, რადგან მის შემქმნელებს არ სურთ იმ ადგილზე გაჩერება, საიდანაც დაიწყეს. ფერებისა და ახალ-ახალი თანამგზავრების ძიებაში კი, განაგრძობენ „ლაბადის“ ისტორიის წერას. ამჟამად, „ლაბადას“ იარლიყით წყალგაუმტარ საწვიმრებს, ჩანთებსა და პანამებს შეიძენთ, ონლაინ და სტარტაპმარკეტებზე.
ნათია ნესოშვილი და ელენე ჭიჭინაძე – „ლაბადას“ დამფუძნებლები