ახალ ზელანდიაში Label & Litho Printin-ის ღვინის ბოთლების ეტიკეტებისთვის ჭკვიანური კონცეფცია შეიქმნა.
გლობალური პანდემიის გამო, ბრენდს ბოთლის დიზაინში ინტერაქციული დეტალის დამატება სურდა, ისეთის, რომელიც მომხმარებლების განწყობაზე პოზიტიურად იმოქმედებდა.
შესაბამისად, ამოცანა ეტიკეტზე XOXOXO-ს წებოვანი ეტიკეტის შექმნით გადაიჭრა. ერთი მხრივ, ის ადამიანებს თამაშის, „ჯვრები და ნულები“ საშუალებას აძლევდა, ბოთლის დიზაინში სათამაშო ბადეც კი მომზადებული იყო ამისთვის და მეორე მხრივ, ბრენდის მხრიდან, მათ მიმართ დამოკიდებულებასაც გამოხატავდა, რადგან XOXOXO სოციალურ ქსელებში ჩახუტებისა და კოცნის სინონიმადაც გამოიყენება.















