in

შესაძლოა, ლაბორატორიაში შექმნილმა ფილტვებმა ცხოველებზე ჩატარებულ ცდებს ბოლო მოუღოს!

სიდნეის უნივერსიტეტის მკვლევრები ლაბორატორიაში შექმნილ ფილტვებს გვთავაზობენ, რომელიც იმაზე უფრო მეტად ჰგავს ადამიანისას, ვიდრე წინა მოდელები. ეს კი წამლების განვითარების ახალ გზას გვთავაზობს და ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების საჭიროებასაც მნიშვნელოვნად ამცირებს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, ქრონიკული სასუნთქი გზების დაავადებები ხშირად სიკვდილითა და შეზღუდული შესაძლებლობებით მთავრდება, კონკრეტული ამბავი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს.

M2
M2

3D სტრუქტურები ერთ-ერთ საუკეთესო სატესტო ბაზას ქმნის ბიოსამედიცინო მკურნალობისთვის. ამან მკვლევრებს გავრცელებულ დაავადებებთან საბრძოლველად ახალი ტიპის წამლებისა და სტრატეგიების აღმოჩენის საშუალებაც კი შეიძლება მისცეს… კონკრეტულ ექსპერიმენტს რომ დავუბრუნდეთ, მეცნიერებმა ფილტვების 2 განსხვავებული ვერსია შექმნეს: ერთი ჯანსაღი იყო, რომელზეც ახალ წამლებს ცდიდნენ, მეორე კი დაავადებული, რომელსაც მკურნალობდნენ, რათა არსებული წამლების ეფექტურობა განესაზღვრათ.

ამის შესაქმნელად კი მეცნიერებმა პაციენტებისგან აიღეს ნიმუშები. პირველი ფენა ეპითელური უჯრედებისგან შედგება, საბოლოო შედეგი კი ძალიან ჰგავს რეალურს. თანაც, ლაბორატორიაში წარმოების პროცესმა მეცნიერებს იმის საშუალებაც მისცა, რომ ფილტვები იმ გარემოში წარმოედგინათ, რომელშიც რეალურად არსებობს. 

წამლის კლინიკურ კვლევებში ჩართვისთვის ჩვეულებრივ დრო 10-15 წელია, მაგრამ როცა ასეთ მოდელებს იყენებ, ეს დრო მნიშვნელოვნად მცირდება, — განმარტავენ მკვლევრები. 

მეტიც, ფილტვის პატარა მოდელებით შეგვიძლია მაგალითად ვნახოთ, რა გავლენა აქვს ჰაერის დამაბინძურებლებს ადამიანის სხეულზე. ამ ინოვაციის კიდევ ერთი ღირებულება ის არის, რომ მეცნიერებს ბიუჯეტური ტესტირებების ჩატარების საშუალებას აძლევს, თანაც, ფართო მასშტაბებზე… 

აი, როგორ მუშაობს ტიკტოკერი

ქართველი ხელოვანი, რომელმაც ცნობილი არქიტექტურული ნიმუშები ლამაზ ილუსტრაციად აქცია