in

მეცნიერებმა ლაბორატორიაში თმის ფოლიკულები გაზარდეს

იაპონელმა მეცნიერებმა ლაბორატორიაში პირველად გაზარდეს თმის ფოლიკულები, რაც შეიძლება, თმისცვენის ინოვაციური მკურნალობის შემუშავებაში დაეხმაროს მეცნიერებს. ეს აბსოლუტური წარმატებაა ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევის შემდეგ, რომელიც იმის გაგებას ეფუძნებოდა, თუ რა იწვევს თმის ზრდას.

M2
M2

კვლევით ნაშრომში დეტალურადაა აღწერილი, როგორ შეძლეს მკვლევრებმა თაგვის კანის უჯრედების სტრუქტურის შეცვლა — ამისათვის სპეციალურად შექმნილი გელი გამოიყენეს. ეს უკანასკნელი მეცნიერებს საშუალებას აძლევდა, უჯრედები თმის ზრდის სტიმულირებისთვის „დაეპროგრამებინათ“.

შემაერთებელ ქსოვილებსა და კანის უჯრედებს შორის ურთიერთქმედების უკეთ გასაგებად, რაც თმის ზრდას იწვევს, იაპონურმა გუნდმა გამოუშვა „ორგანოების პაწაწინა მარტივი ვერსიები“. ისინი ცნობილია როგორც „ორგანოიდები“ — სწორედ ისინი გამოიყენეს გელისთვის. ეს გელი სხეულის ბუნებრივ გარემოს ჰბაძავს, რაც ეპითელურ უჯრედებს საშუალებას აძლევს, ზედაპირი მოიცვას.

თმის ფოლიკულები სამ მილიმეტრამდე გაიზარდა, შექმნიდან ერთი თვის განმავლობაში. სავარაუდოდ, ეს იმით იყო განპირობებული, რომ თაგვებში თმის ზრდის ციკლი დაახლოებით ერთი თვეა. მართალია, მსგავსი ექსპერიმენტი ადამიანებთან მიმართებით ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა, მაგრამ ეს უკვე დამაიმედებელია თმისცვენის სამკურნალოდ.

გალერია თბილისი SOLO მომხმარებლებს 20%-იან ქეშბექს სთავაზობს

მეცნიერებმა დროის გაზომვის ახალ გზას მიაგნეს!