in

ლაბორატორიული ხორცის უმრავლესობა ნამდვილ სისხლს შეიცავს

ლაბორატორიაში შექმნილ ხორცს თუ აქამდე ფერმების ალტერნატივად და ნაკლებ სასტიკ პროდუქტად ვთვლიდით, ახლა გვეუბნებიან, რომ მათი უმრავლესობა ნამდვილ სისხლს შეიცავს. უფრო კონკრეტულად კი FBS-ს — მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შრატს, იგივე ძროხის ემბრიონისგან აღებულ სისხლს, რომელიც სისხლის კოაგულაციის დროს გამოიყოფა.

M2
M2

FBS სასიცოცხლო პროტეინებს შეიცავს, რომლებიც ლაბორატორიულ გარემოში ცხოველური უჯრედების ზრდისა და რეპლიკაციისთვის არის საჭირო. მისი დახმარებით, ხორცს ცხოველის მოკვლის გარეშე იღებენ. თუმცა რამდენად მისაღები იქნება ეს მისი სამიზნე აუდიტორიისთვის ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

მომხმარებლები ფიქრობენ, რომ იგი, FBS-ს გამო, ცხოველის სიკვდილს მაინც მოითხოვს და არც ვეგანური გამოდის… ამას გარდა, ძვირია — 1 ლიტრი დაახლოებით 1000 დოლარი ღირს. გამოდის, რომ კომპანიებმა, რომლებიც FBS იყენებენ, ხორცი 200 000 დოლარად უნდა გაყიდონ. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანი FBS-ის ეფექტური ალტერნატივის პოვნა გახდა, რაც საკმაოდ დიდი გამოწვევაა… თუმცა ფიქრობენ, რომ ხორცის ალტერნატივის შექმნა მსოფლიოს მნიშვნელოვნად დაეხმარება. 

„იმისათვის, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, ბიოლოგიური წარმოების სფეროში ბევრი ინოვაციური ცვლილება უნდა მოხდეს და მომარაგების სრულიად ახალი ჯაჭვი ჩამოყალიბდეს“, — ამბობს კრისტინა აგაპაკისი, Ginkgo Bioworks-ის კრეატიული დირექტორი.

Tesla ომში წასულ უკრაინელ თანამშრომლებს 3-თვიან ანაზღაურებას მისცემს

თევზის ახალ სახეობას „ფერად საოცრებად“ მიიჩნევენ