in

ლებრონ ჯეიმსი „პეპსის“ ოფიციალური სახე გახდა

კომპანია ბაზარზე ახალი ენერგეტიკული სასმელით შედის, პროდუქტის სახელია Mountain Dew. სწორედ ამ სიახლის მარკეტინგულ კამპანიებში ჩართვით დაიწყება პეპსისა და ლებრონის ახალი თანამშრომლობა.

Sporti
Sporti

ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა და საკალათბურთო ლიგის ვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი პეპსის ოფიციალური სახე გახდა. წლების განმავლობაში ლებრონი კოკა-კოლასთან თანამშრომლობდა, თუმცა აღნიშნული სასპონსორო კონტრაქტი დასრულდა, მხარეებმა ახალი ხელშეკრულების გაფორმება არ ისურვეს, სუპერვარსკვლავი კი დღეიდან, „პეპსის“ წარმოადგენს. კომპანია ბაზარზე ახალი ენერგეტიკული სასმელით შედის, პროდუქტის სახელია Mountain Dew. სწორედ ამ სიახლის მარკეტინგულ კამპანიებში ჩართვით დაიწყება პეპსისა და ლებრონის ახალი თანამშრომლობა.

„ფორბსის“ ინფორმაციით, გასულ წელს, სასპონსორო ხელშეკრულებებითა და სარეკლამო შემოსავლებით, ჯეიმსის ბიუჯეტი 60 მილიონი დოლარით გაიზარდა. „პეპსისთან“ კონტრაქტიც საკმაოდ სარფიანი იქნება, საუბარია რამდენიმე მილიონ დოლარზე. ჯეიმსი „კოკა-კოლასთან“, დაახლოებით, 18 წლის მანძილზე თანამშრომლობდა.

„სიახლეებს ვნერგავთ, გვინდა, ბრენდი უფრო გაიზარდოს და მეტად პოპულარული გახდეს. ლებრონი ფენომენალური ათლეტია, ის სამაგალითო სპორტსმენია, უამრავი ბავშვისა და მოზარდის ინსპირაციის წყაროა. თანამშრომლობას ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ, ვიცით, რომ ამ კოლაბორაციას უდიდესი პერსპექტივა აქვს, – აცხადებს პეპსის გენერალური დირექტორი.

„პეპსი“, ჯეიმსის გარდა, თვითონ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სპონსორიცაა და ჯოელ ემბიდისა და ზაიონ უილიამოსთან თანამშრომლობს.


რჩევები, თუ როგორ გავზარდოთ ჩვენი კარიერული პოტენციალი

ხელოვნურმა ინტელექტმა უნდა გაზარდოს ადამიანის ცნობიერება, ნაცვლად მისი ჩანაცვლებისა