ამასობაში ლაბუბუს წინაპარიც გამოუჩნდა, თანაც ბრინჯაოს ხანიდან… ჩინეთის ლუოიანგის მუზეუმში გამოფენილი 2000 წლის წინანდელი საზეიმო ცხენის ორნამენტის ფოტო ვირუსულად ვრცელდება მხოლოდ მისი ისტორიული მნიშვნელობის გამო კი არა, არამედ იმიტომ, რომ ფიქრობენ, ძალიან ჰგავს პოპმარტის ვირუსულ სათამაშოს.
მას „დანგლუ“ ჰქვია და აღმოსავლეთ ჟოუს დინასტიის (ძვ. წ. 770–476 წწ.) დროით დათარიღებული არტეფაქტია, რომელიც Luoyang’s-ის Runyang Square-ში აღმოაჩინეს. დიდი მრგვალი თვალებით, ვერტიკალური ყურებითა და კომპაქტური ფორმით გამოირჩევა და სწორედ ამ დეტალებით ამსგავსებენ ლაბუბუსაც.

სიმართლე რომ ვთქვათ, მსგავსება მეტად საკამათოა, მაგრამ ეს ტრენდი მაშინ დაიწყო, როცა ვიღაცამ აღნიშნულ არტეფაქტს „ორიგინალი შეზღუდული გამოშვების ლაბუბუ“ უწოდა, ამას ხუმრობებიც მოჰყვა და საბოლოოდ დანგლუ ლაბუბუს წინაპრად წარმოგვიდგინა.

არადა, მუზეუმის კურატორები აცხადებენ, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, დანგლუ საზეიმო ჩვენებისთვის იყო გამოფენილი და არა, მულტფილმის ესთეტიკის იმიტაციისთვის. თუმცა, როგორც ჩანს, ვირუსულად ატაცებულ ტრენდში, სიმართლე აღარავის აინტერესებს.












