in

Lacoste-ს ნიანგის ლოგო თხად გადააქციეს — რა ხდება?!

ამბავი ასეთია: ბრენდი, რომელსაც სახელი ჩოგბურთელი რენე ლაკოსტის პატივსაცემად დაერქვა და მკაცრად იცავს ლოგოს გამოყენების წესებს, აშშ-ის ღია პირველობისთვის გამონაკლის უშვებს და ნოვაკ ჯოკოვიჩის კოლექციაში მწვანედ ამოქარგულ ნიანგის ლოგოს თხით ანაცვლებს. 

BOG
BOG

პარიზში დაბადებული ლაკოსტი le Crocodile-ის სახელითაა ცნობილი, 10 მთავარი პრიზი მოიპოვა და პირველი უცხოელი მოთამაშეც გახლდათ, რომელმაც აშშ-ის ჩემპიონატი ორჯერ, 1926 და 1927 წლებში, მოიგო. ხოლო სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ტასნაცმლის კოლექცია შექმნა და პოლოებზე ნიანგი ამოქარგა. მალევე გახდა პოპულარული და უკვე 2024 წელს ბრენდის შემოსავალმა 3 მილიარდ დოლარამდე მიაღწია…

რაც შეეხება უშუალოდ ნიანგის თხად გადაქცევის ამბავს, Lacoste-მ ახალი კოლექცია ჯოკოვიჩის პატივსაცემად შექმნა, ბრენდის ელჩს, რომელიც ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა და GOAT-ის წოდებასაც იმსახურებს. აქაც ამბავი მეტსახელშია, ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე ლაკოსტის შემთხვევაში იყო…

მაინც შეგახსენებთ, რომ GOAT 2010 წლიდან Greatest-of-all-time-ის აკრონიმად გვევლინება. ახლა კი მას ლოგოს ფორმით მაისურებზე, მოსაცმელებზე, ქუდებსა და შარვლებზე ვხედავთ.

ნოვაკ ჯოკოვიჩი 8 წელზე მეტია ლაკოსტის ოჯახის წევრია. ერთად საოცარი პერიოდი გავიარეთ, რა დროსაც 12 Grand Slam მოიპოვა — მთლიანობაში მისი კარიერის ნახევარი. არაჩვეულებრივი მოთამაშის გარდა, მისი გამბედაობა, აზროვნება და ღირებულებები აძლიერებს ჩვენს ბრენდს, — ამბობს თიერი გიბერტი, Lacoste-ის CEO. 

ამგვარად, ჯოკოვიჩი ის სპორტსმენი აღმოჩნდა, რომლისთვისაც ბრენდის მკაცრი წესების დარღვევა ღირს. Lacoste-მ კი ეს ისე მოახერხა, რომ ერთდროულად სახალისო და დასამახსოვრებელიც ყოფილიყო…

ვისკი ჯოისტიკით შთაგონებულ დეკანტერში — Atari

„თეგეტა მოტორსი“ X TSA: დაუვიწყარი მოგზაურობისთვის სამი მუსიკალური ფლეილისტი შეიქმნა