2
Mar
2018

Lacoste-ს მაისურებზე ნიანგის გარდა 10 სხვა ცხოველი გამოჩნდა – სოციალური კამპანია 

2 Mar 2018

უკვე წლებია, რაც მწვანე ნიანგი, მოდის ინდუსტრიაში, პირდაპირ Lacoste-სთან ასოცირდება. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ, კომპანიის ერთ-ერთ მთავარ სიამაყეს, პოლო მაისურს უცვლელი ნიანგის გარდა, 10 სხვა ცხოველის სიმბოლო დაემატა. ბრენდის ამ მოულოდნელი სიახლის მთავარი მიზეზი არა ჩვეულებრივი რებრენდიგი, არამედ გარემოს დაცვაში საკუთარი წვლილის შეტანაა. ცხოველები, რომლებიც პოლო მაისურებზე გამოჩდნენ რეალურ ცხოვრებაში გადაშენების პირას იმყოფებიან. გარდა ამისა, Lacoste-ს და სააგენტო BETC-ის ერთობლივ სოციალურ კამპანიაში ისიც მნიშვნელოვანია, რომ ერთი კონკრეტული ცხოველის გამოსახულებით მაისური, ზუსტად იმ რაოდენობით გაიყიდება, რამდენიც სტატისტიკის თანახმად, არსებობს ბუნებაში. ამ ორიგინალური, მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი აქტივობით კომპანიას საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება სურს.

 

განხილვა