Lacoste გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების დაცვას აგრძელებს – კომპანიამ, სპეციალური კოლექციისთვის ლოგო ისევ შცვალა. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, ბრენდის ერთ-ერთი „სავიზიტო ბარათი“, პოლოს მაისურები, ბაყაყის, ირმის, დათვის და ა.შ. ლოგოტიპებით გაიყიდება.
https://www.instagram.com/p/BxjynX_l4-D/
Lacoste გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების დასაცავად, სამწლიან კამპანიას, მსოფლიოს მასშტაბით, ორგანიზაცია International Union for Conservation of Nature (IUCN)-თან ერთდ ახორციელებს. ბრენდმა, მაისურები, ამჯერადაც, 10 გამოსახულებით, 10 სხვადასხვა ქალაქისთვის გამოუშვა და თითოეულ მომხმარებელს მათი დაცვისკენ მოუწოდა. კოლექციის მთავარი გზავნილია “Save Our Species” (დავიცვათ ჩვენი ნაირსახეობები).
Lacoste-მ, კამპანიის ფარგლებში, სულ 3,520 მაისური შეკერა. ახალი კოლექცია 2019 წლის 22 მაისიდან გაიყიდება და US$172.26 ეღირება.