in

Polaroid-ისა და Lacoste-ს კოლაბორაციით შექმნილი კამერა და სამოსი

Lacoste-მ და Polaroid-მა გადაწყვიტეს, დროებით გაერთიანებულიყვნენ, რის შედეგადაც შეიქმნა პოლაროიდის ბრენდით შთაგონებული ლაკოსტეს სამოსი და ლაკოსტეთი შთაგონებული პოლაროიდის კამერა. აღნიშნული კოლაბორაციის კონცეფცია მდგომარეობს შემდეგში: “დავტოვოთ 2020 წელი წარსულში.”

აღნიშნული კამერის შესახებ მარტივად მიხვდებით, რომ ის ლაკოსტეს ბრენდითაა შთაგონებული, რადგანაც მისი ვიზუალი ბრენდის ფერებს ემთხვევა. აღნიშნული კამერის შეძენა ამჟამად ევროპაში 150 ევროდაა შესაძლებელი.

ასევე, როგორც აღვნიშნეთ, ლაკოსტემაც გამოუშვა სამოსის ხაზი, რომელიც პოლაროიდის ცისარტყელას ფერებითაა შთაგონებული.

გამხმარი მცენარეების ხელოვნება – Tadao Cern-ის ნამუშევრები

სახლის დაზღვევა – ბანალური სიტუაციებისთვის