წარმატებული ათლეტები ხშირად ხდებიან მომავალი თაობების შთაგონების წყარო. არაერთ მათგანს თავისი სახელობის ბრენდიც შეუქმნია, თუმცა ერთი რამ აერთიანებთ – არცერთი მათგანი არ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირი. სწორედ ამან შთააგონა ტანსაცმლის ბრენდი Lacoste და სააგენტო BETC-თან ერთად, სტერეოტიპთან ბრძოლა გადაწყვიტა. მათ პარალიმპელ მოცურავე თეო კურინთან დაიწყეს თანამშროლობა. თეომ რიოს ოლიმპიადაზე ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ისაა პირველი ადამიანი, რომელმაც ტიტიკაკას ტბის უგრძესი დისტანცია დაფარა – ბოლივიასა და პერუს შორის – 74.5 მილი. Lacoste-მ მისი სახელობის ბრენდი შექმნა და ეს ვიდეორგოლიც სწორედ ამას ეძღვნება.
Lacoste-მ შშმ ათლეტის სახელობის პირველი ბრენდი შექმნა











