in

ლადო აფხაზავა “მასწავლებლების გლობალური ჯილდოს” ათეულში მოხვდა

როგორც უკვე იცით, გურიის სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა რამდენიმე თვის წინ, მსოფლიოს 50 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა. ახლა უკვე, ცნობილი გახდა, რომ იგი 50 მასწავლებლიდან ტოპ 10-ში შეარჩიეს, რაც ლადო აფხაზავას “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” მოგების შანსს უზრდის. შეგახსენებთ, რომ ჯილდო 1 მილიონ დოლარს შეადგენს.

BOG
BOG

 

ლადო აფხაზავა 2010 წლიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად მუშაობს, ხოლო 2012 წლიდან მცირე საოჯახო სახლის მენეჯერია, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ 1 წლის წინ იგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.

 

Facebook შექმნის ჩიპებს ხელოვნური ინტელექტისთვის

როგორ იქცა გარეუბნებში გახსნილი მაღაზიები საერთაშორისო სავაჭრო ქსელად – Walmart-ის ბიზნეს ისტორია