in

წინანდლის მამულმა ლადო ასათიანის საიუბილეო საღამოს უმასპინძლა

უდიდესი ქართველი პოეტის, ლადო ასათიანის 105 წლის იუბილეს სილქ როუდ ჯგუფის ინიციატივით წინანდლის მამულმა უმასპინძლა.

ღონისძიებას პოეტის სამი შთამომავალი, შვილი, შვილიშვილი და შვილთაშვილი დაესწრო.

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმში მოეწყო ფოტოექსპოზიცია, რომელიც მოიცავს უნიკალურ ხელნაწერებს, ლადო ასათიანის ცხოვრების და შემოქმედების ამსახველ მასალას.

„წელს ლადო ასათიანის 105 წლის საიუბილეო წელია, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებლის, გიორგი რამიშვილის და ჩვენი დიდი სურვილი იყო რომ წინანდლის მამულს ემასპინძლა პოეტის ხსნოვნისადმი მიძღვნილ საღამოსთვის.

ლადო ასათიანი ძალიან ახალგაზრდა, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა და მიუხედავად იმისა რომ ასეთი ხანმოკლე იყო მისი ცხოვრება, მან შეძლო ქართული კულტურის ისტორიაში წარუშლელი კვალი დაეტოვებინა. მუზეუმში გამოიფინა მისი ხელნაწერები და ფოტოარქივი, დამთვალიერებელი კი ექსპოზიციის ნახვას მომდევნო 1 თვის განმავლობაში შეძლებს.

მიხარია რომ წინანდლის მამულში გრძელდება კულტურული ცხოვრება, შედგა დაუვიწყარი საღამო და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა  ვუთხრა ყველა მონაწილეს, რომლებიც შემოგვიერთდნენ ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში. “- გიორგი ხარაბაძე, წინანდალის მამულის დირექტორი.

4 გზა Email დაგზავნისთვის ეფექტური ტექსტის დასაწერად

თიბისის 30 წლის იუბილეზე 10 000-ზე მეტი თანამშრომელი წინანდლის მამულში შეიკრიბა