ლადო მალაზონია კრეატიული სააგენტო JWT Metro-ს სტრატეგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა:
მიხარია, რომ ვუბრუნდები სარეკლამო ინდუსტრიას. თურმე, ძალიან მომნატრებია. თან ვფიქრობ, უკვე ბევრი რამ გადავაფასე და სტრატეგიის მნიშვნელობაც უკეთ მესმის. თუმც, სწავლა არასდროს მთავრდება. J Walter Thompson არის გლობალური ქსელი, სადაც 50 წლის წინ, პირველად გაჩნდა კომუნიკაციის პლანინგის მიმართულება და ჩემთვის ამ გამოცდილებისა და ინსტრუმენტების ათვისება ძალიან მადისაღმძღვრელია. ასევე, რაც მთავარია, Metro-ს გუნდში ბევრი უაღრესად საინტერესო ადამიანია და დარწმუნებული ვარ, ერთად უამრავ კარგ რამეს შევქმნით, – ლადო მალაზონია.
ლადო მალაზონია: „ჩემი მიზანი იქნება სტრატეგიის როლის გაძლიერება როგორც სააგენტოში, ისე ბიზნესებთან ურთიერთობაში. პირველ რიგში, ეს არის კრეატივისათვის მიმართულებისა და ინსპირაციის მიცემა. ისე კი, რატომაც მიყვარს ეს პროფესია, მისი მრავალსახოვნებაა. თუ გინდა, გახდე კარგი სტრატეგი, ალბათ, უნდა იყო ცოტ-ცოტა:
– მკვლევარი
– ანალიტიკოსი
– ფუტუროლოგი
– მოდერატორი
– კრიტიკოსი
– ფილოსოფოსი
– ფსიქოლოგი
– კომიკოსი
– მასწავლებელი
ჰოდა, თუ ეს ყველაფერი თქვენთვისაც საინტერესოდ ჟღერს, დამიკავშირდით, მომავალო სტრატეგებო!“











