in

საინტერესო პოდკასტი | საბოლოო არჩევანი ჩვენზეა

თანამედროვე ადამიანის ცხოვრება გამოწვევებითაა სავსე, ცხოვრების ის ტემპი და დინამიკა რასაც თანდათან მივყვებით, ააქტიურებს შიშებს და შფოთვებს. შესაძლებლობებიც მეტია, თუმცა გაზრდილ პასუხისმგებლობებთან ერთად, საკმაოდ რთული გახდა თვითგამორკვევა და საკუთარი ხმის მოსმენა.

რა თქმა უნდა, ძალიან რთულია სტაბილურობის, შემოსავლის, სტატუსისა და დღევანდელი ცხოვრებისთვის აუცილებელი კომპონენტების დათმობა. თუმცა არჩევანი მაინც ჩვენზეა. ყველაფრის მიუხედავად, მაინც თავად ვწყვეტთ, რა და როგორ გვინდა — როგორ ვაგრძელებთ საკუთარ ცხოვრებას.

ამის მაგალითია საინტერესო პოდკასტის სტუმარი, ადამიანი, რომელმაც საკუთარი სამსახური სპონტანურად Ad Black Sea-ს სცენაზე, მისი ინდუსტრიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, 800 ადამიანის წინაშე დატოვა.

Adobe Illustrator-ს ახალი ფუნქციები ემატება

New Balance საკულტო ფეხსაცმლის ფესვებს ნოსტალგიური ვიდეორგოლით უბრუნდება