7
Nov
2019

ფრანგული გემოს სურნელი ქართულად – Ladurée-ს სამზარეულოს მენიუში 4 ქართული კერძი გაჩნდა

7 Nov 2019

ბრენდი Ladurée საქართველოში ერთ წელს ითვლის. თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ობიექტის ვიტრინები ბრენდის საფირმო მაკარონებით იქცევს ნებისმიერი გამვლელის ყურადღებას, შესაბამისად, ხშირად რესტორანზე არსებული წარმოდგენა მხოლოდ ტკბილეულს უკავშირდება. თუმცა, ერთი წლის განმავლობაში, ტკბილეულთან ერთად, აქ წარმოდგენილი იყო კლასიკური ფრანგული სამზარეულო და დაახლოებით, ერთი კვირაა, რაც მათ მენიუში ქართულ-ფრანგული კერძების სინთეზი გაჩნდა.

გრილზე შემწვარი კალმახი

Ladurée 150 წლიანი ისტორიის მქონე საერთაშორისო ბრენდია, რომელიც 50 ქვეყანაში  106 ობიექტით არის წარმოდგენილი და სტუმრებს ფრანგულ კლასიკურ სამზრეულოს სთავაზობს. თუმცა, არსებობს ქვეყნები, სადაც Ladurée ფრანგულისა და ადგილობრივი სამზარეულოების სინთეზს გვთავაზობს, მათ შორის მოხვდა საქართველოც. ამ სიახლებიის შესახებ მარკეტერი Ladurée- შეფმზარეულს, ელენე კაკაბაძეს ესაუბრა. ელენეს ამ სფეროში მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი დაესწრო ტრეინინგებს საფრანგეთის Ladurée- კულინარიულ სკოლაში და ამავე კომპანიის რამდენიმე რესტორანშიც გაიარა პრაქტიკები ქალაქ პარიზში. შესაბამისად, კლასიკური ფრანგული სამზარეულოს ტექნოლოგიებს კარგად ფლობს. ახალი კერძების დაგემოვნება რესტორანში უკვე შესაძლებელია, მანამდე კი მოგიყვებით ისტორიას, როგორ მიიღო ოთხმა ქართულმა კერძმა ფრანგული ელფერი Ladurée- ქართულ სამზარეულოში:

სტეიკი საფერავის სოუსით

 

M: რატომ გადაწყვიტეთ Ladurée-ს გლობალურ მენიუში ცვლილების შეტანა?
ერთწლიანმა გამოცდილებამ და მომხმარებლების მოთხოვნამ გვაჩვენა, რომ უნდა გვეცადა და შეგვექმნა ქართულ-ფრანგული სამზარეულოს სინთეზი. ამაზე ბევრი ვიმუშავეთ, რადგან კარგად ვიცოდით, თუ როგორ შემოწმებას გადის ყველა დეტალი პარიზის Ladurée-ში. თუმცა, ყველა რეცეპტი, რაც წარვადგინეთ, მცირედი კორექტივებით დაგვიდასტურეს და დღეს უკვე გთავაზობთ: ქათმის სუპს კვერცხით, რომელშიც შერწყმულია ფრანგული და ქართული გემოები; საქონლის სტეიკს საფერავის სოუსით და ქართული ნიგვზის პიურეთი, ქართული მთის კალმახს მანგოთი და გამომცხვარი ბულგარულით, ხორცისა და ყველის ღვეზელს (Hachis Parmentier), რომლის ბაზა არის ფრანგული, მაგრამ ზემოდან აქვს კარტოფილის პიურე სულგუნთან ერთად. Ladurée-ს 150 წლიანი გამოცდილება და რეპუტაცია მნიშვნელოვანი ინდიკატორია ჩვენ მიერ შექმნილი რეცეპტების ხარისხისა და მნიშვნელობის გასააზრებლად.

ქათმის სუპი კვერცხით

M: რამდენად მიღებულია პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა ქვეყანა შემოდის Ladurée-ს გლობალური სამზარეულოს შეცვლის ინიციატივით და რამდენად უნიკალურია Ladurée-ს ქართული წარმომადგენლობის გადაწყვეტილება ამ კუთხით?
Ladurée-ს ისტორიაში არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომელთა მენიუშიც არის ცვლილებები თავიანთი სამზარეულოს მიხედვით. თუმცა, მაინც უფრო ხშირია უკვე არსებული სამზარეულოს ადაპტაცია კონკრეტულ კულტურასთან. ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა ადგილობრივი სამზარეულოსა და კლასიკური ფრანგული კერძების გემოების შერწყმა ხდება. შესაბამისად, ვამაყობთ რომ ამ იშვიათობაში საქართველოს Ladurée მოხვდა.

ხორცისა და ყველის ღვეზელი

M: რამდენად არსებობს შანსი, რომ ქართულ-ფრანგული სამზარეულოს სინთეზი შევიდეს სხვა ქვეყნების Ladurée-ების სამზარეულოებში?
სამ თვეში ერთხელ საქართველოში ჩამოდის ფრანგული წარმომადგენლობა, რომელიც აკონტროლებს, როგორც სამზარეულოს ისე, სერვისს. სულ ახლახანს იყვნენ ჩვენთან და ასეთი რამ მოხდა: კონკრეტული კერძისთვის საჭირო ინგრედიენტი საქართველოში ვერ მოვიპოვეთ ამიტომ, ქართული ინგრედიენტით შევცვალეთ. მათ კი ეს ისე მოეწონათ, რომ ახლა ამ ინგრედიენტს ფრანგულ Ladurée-ში იყენებენ. ამ მიმართულებით კიდევ ვგეგმავთ სიახლეებს, რომელსაც მომავალში გაგანდობთ ჩვენი გუნდი.

[R]

განხილვა