რამდენიმე თვის წინ თბილისში ფრანგული საცხობი და ტკბილეულის მწარმოებელი სახლი Ladurée გაიხსნა. ბრენდი დღესდღეობით ორიგინალური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქციით იქცევს ყურადღებას. როგორც შევიტყვეთ, ლადუღე ზაფხულზე სიახლეებს გეგმავს. ამ სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ლადუღეს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, თათული ღვინიაშვილს გავესაუბრეთ:
M: კიდევ ერთხელ შევახსენოთ მომხმარებლებს Ladurée-ს კონცეფციის შესახებ..
მარკეტერი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თბილისელებს Ladurée-ს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ Ladurée არის საერთაშორისო ბრენდი, რომელიც მალე გასცდა საფრანგეთის საზღვრებს და დიდი პოპულარობა მოიპოვა ევროპის, აზიის, არაბეთის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. Ladurée მსოფლიოს მასშტაბით 50 ქვეყანაში არის წარმოდგენილი და ჯამში 106 ობიექტით ემსახურება მომხმარებელს, თბილისის Ladurée უკვე ამ დიდი ოჯახის წევრია.
ლადუღეს ისტორია 1862 წლიდან იწყება და ცნობილია იმით, რომ შექმნა ფრანგული ორმხრივი მაკარონი, სხვადასხვა გემოთი და არომატით. ლადუღემ პარიზელებს თავი პატარა საკონდიტროთი გააცნო, რომელიც Rue de Royale-ზე გახსნა და დღემდე ბევრ სტუმარს უმასპინძლდება გემრიელი ტკბილეულით, ფლაგმანი რესტორანი კი ისტორიულ Champs-Élysées-ზე მდებარეობს და პარიზელებისა თუ ტურისტების საყვარელ ადგილს წარმოადგენს.
Ladurée-ში ცნობილი მაკარონებისა და ტკბილეულის გარდა, უგემრიელესი ფრანგული კერძები გვაქვს, რომელსაც სეზონურად ვაახლებთ და ჩვენს მომხმარებელს ვანებივრებთ ფრანგული დელიკატესებით.
M: რა ცვლილებებია დღესდღეობით Ladurée-ში მენიუს კუთხით და რამ გამოიწვია ეს ცვლილებები?
M: გავიგეთ, რომ სულ მალე ლადუღეს ტერასაც დაემატება..
მალე აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ჩვენს რესტორანს დაემატება ულამაზესი ტერასა, სადაც კერძებთან ერთად სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ახალი საფირმო კოქტეილები დააგემოვნონ და ისიამოვნონ ექსკლუზიური ფრანგული ღვინოებით. Ladurée-ს საზაფხულო ტერასა იქნება ადგილი, სადაც სასიამოვნო დროს გაატარებთ ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ერთად, ან საქმიან ლანჩსა თუ ვახშამს დაგეგმავთ.
M: როგორც ვიცით, გაქვთ სპეციალური საქორწილო ტორტები, ამაზეც მოგვიყევით..
გვაქვს ტორტების დიდი არჩევანი, Ladurée-ს სავიზიტო ბარათი მაკარონების პირამიდაა, რომელიც შესაძლებელია სხვადასხვა ფერის მაკარონებით დამზადდეს, 20 მაკარონიდან 370 მაკარონამდე. ასევე, გვაქვს ორიგინალური შუს პირამიდები, სხვადასხვა არომატით.
რაც შეეხება საქორწილო ტორტებს, ეს ხელოვნების ნიმუშია და ბევრი ადამიანი მნიშვნელოვან დღეს ლადუღეს ტორტებით ალამაზებს. ამ მიმართულებით დიდ არჩევანს ვთავაზობთ მომხმარებლებს. დარწმუნებული ვარ, ყველა პატარძლის ოცნებაა, ქორწილში Ladurée-ს უგემრიელესი და გამორჩეული ტორტი ჰქონდეს.
M: რას გულისხმობს და მოიცავს Ladurée-ს აქსესუარები?
Ladurée-ს აქსესუარები ძალიან ორიგინალურია. გვაქვს საკმაოდ დიდი არჩევანი – ულამაზესი გასაღების საკიდები, სურნელოვანი სანთლები, ჩანთები, ოთახის არომატიზატორები… თუ ვერ გადაწყვიტეთ, რა აჩუქოთ მეგობარს დაბადების დღეზე, მერწმუნეთ, Ladurée-ს ორიგინალური აქსესუარებით ნამდვილად დაამახსოვრებთ თავს ადრესატს.
M: გავიგეთ, რომ Ladurée-ში ფრანგული ღვინოებიც შეხვდება მომხმარებელს..
Ladurée-ში მრავალფეროვნი სასმელების მენიუში გვაქვს ექსკლუზიური ფრანგული ღვინის დიდი არჩევანი, რომელიც ჩვენს კლასიკურ კერძებს კიდევ უფრო არომატულს და გემრიელს ხდის. ბარის მენიუში გამორჩეული ადგილი კი Ladurée შამპანიურს უჭირავს, რომელიც ყველა კერძსა თუ ტკბილეულს განსკუთრებულ ფრანგულ ჰაეროვნებას სძენს.
M: სამომავლოდ რას გეგმავთ?
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, გარდა აბაშიძის ტერასისა, სულ მალე გალერია თბილისში გავხსნით ჩვენს მაღაზიის სტენდს, სადაც Ladurée-ს მაკარონები, საკონდიტრო ნაწარმი და აქსესუარები გაიყიდება.
[R]