6
Aug
2019

როგორ ჩაიარა Ladurée-ს ტერასის გახსნამ?

6 Aug 2019

აბაშიძის 21ა-ში მდებარე საცხობსა და ტკბილეულის სახლ Ladurée-ს სულ ახლახან გამწვანებული ტერასა შეემატა. მომხმარებლებს ამიერიდან აქვთ შესაძლებლობა, მრავალფეროვან სასმელთან ერთად დააგემოვნონ ფრანგული სამზარეულო და, მით უფრო, ტკბილეული ახალ, სრულიად მწვანე სივრცეში. მწვანე ფერი აქ შემთხვევით არ არის ნახსენები – გარდა იმისა, რომ თვითონ ტერასა ღია მწვანე/სალათისფერ ტონალობაშია წარმოდგენილი, იგი ერთგვარად ხეებშია ჩაშენებული და აქ მოსულ სტუმარს ქუჩის ხმაურისგან აშორებს.

“აბაშიძის 21ა-ში თებერვალში გავხსენით ფლაგმანი რესტორანი Ladurée, რომელიც არის ფრანგული ფრენჩაიზი. ახლა უკვე მას შეემატა ულამაზესი გამწვანებული ტერასა, სადაც მომხმარებელს შეუძლია, ფრანგულ კერძებთან ერთად დააგემოვნოს ძალიან გემრიელი და მრავალფეროვანი კოქტეილები. საკმაოდ დიდი სივრცეა და შეგვიძლია, ბევრ სტუმარს ვუმასპინძლოთ. მომხმარებლებს შეუძლიათ, გაგრილდნენ და ისიამოვნონ როგორც ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, ასევე დაგეგმონ აქ საქმიანი შეხვედრები, ბიზნეს ლანჩი და ა.შ”თათული ღვინიაშვილი, Ladurée-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

ფრანგული რესტორნის ტერასას გახსნაც ასეთივე “ფრანგული” ჰქონდა. საღამოს ორგანიზატორებმა მგონი რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რესტორანში მცირე მასშტაბის პარიზი მოეწყოთ. ფრანგული მუსიკა, ფრანგული სამზარეულო და სასმელები, ფრანგული პრიზები და არც მეტი, არც ნაკლები, თავად საფრანგეთის ელჩიც.. ყველაფერი ეს იმ საღამოს ნაწილი იყო, რომელზეც ლადუღეს ტერასის გახსნას აღნიშნავდნენ. სასიამოვნო საღამოთი გამოწვეულ ემოციებს კი აუცილებლად შეამჩნევდით იქ მყოფი ადამიანების სახეებზე.

ღონისძიების განმავლობაში დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, გათამაშებაში მიეღო მონაწილეობა. პრიზები კი მრავალფეროვანი იყო: ლადუღეს სასაჩუქრე ვაუჩერები, ფრანგული ბრენდის BALMAIN თმის მოვლის საშუალებების ნაკრები და ყველაზე მნიშვნელოვანი – პარიზის ორი საგზური. ალბათ, ცოტათი ძნელი წარმოსადგენია, მოულოდნელად თავს დამტყდარი შანსის შედეგად პარიზის ბილეთის მფლობელი რომ ხდები.. ზუსტად ეს ემოცია დავინახეთ გათამაშების გამარჯვებულში, რომლის სიხარულსაც მართლაც ყველა იზიარებდა.

ამ ემოციებში არ გამოგვრჩა საფრანგეთის ელჩიც საქართველოში პასკალ მენიე:

“Ladurée ფრანგული ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს რესტორნების სახით ყოველთვის სასიამოვნო გარემოს სთავაზობს. ეს ტერასაც სწორედ ამის დადასტურებაა. აქ ყოფნისას გაქვს იმის განცდა, რომ ერთგვარად გარეთ ხარ, სიმწვანეში ხარ და გაქვს შესაძლებლობა, სასიამოვნო დრო გაატარო. ქართველ ხალხს კარგი გემოვნება აქვს და ვფიქრობ, Ladurée-ს სამზარეულო ზუსტად ისაა, რაც მათ აუცილებლად მოეწონებათ. მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, დავსწრებოდი რესტორნის ტერასის გახსნას.”

ლადუღე ის ფრანგული ბრენდია, რომლის ისტორიაც 1862 წლიდან იწყება და ცნობილია იმით, რომ შექმნა ფრანგული ორმხრივი მაკარონი, სხვადასხვა გემოთი და არომატით. იგი მალევე გასცდა საფრანგეთის საზღვრებს და დიდი პოპულარობა მოიპოვა ევროპის, აზიის, არაბეთის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2019 წლის თებერვალში თბილისში, ი.აბაშიძის 21ა-ში გახსნილი რესტორანი კი ბრენდისთვის რიგით 106-ეა. იგი მაკარონებთან და საკონდიტრო ნაწარმთან ერთად სტუმრებს კლასიკურ ფრანგულ სამზარეულოს სთავაზობს, სადაც ქართველ მზარეულებთან ერთად საერთაშორისო კულინარიული გუნდი მუშაობს.

[R]

განხილვა