სულ ახლახან გავრცელდა ლედი გაგას ახალი კლიპი “911”, რომელიც ჩვენთვის კარგად ცნობილი სერგო ფარაჯანოვის ფილმის მოტივებზეა გადაღებული. ლედი გაგას ახალი კლიპის სცენები ფილმის “ბროწეულის ფერი” სცენებს ჰგავს, რომელთა მთავარი გმირიც სოფიკო ჭიაურელია. გარდა იმისა, რომ ლედი გაგას კლიპის ყურებისას თავისთავად გვახსენდება ფარაჯანოვის ფილმის სცენები, ფაქტს, რომ ის სწორედ ამ ფილმის მოტივებზეა შექმნილი, ცხადყოფს სცენა, სადაც სწორედ ფარაჯანოვის ფილმის აფიშა და სოფიკო ჭიაურელი ჩანან.