მსოფლიო ასპარეზზე ქართველი დიზაინერების წარმატებებს არც დათუნა სულიკაშვილი ჩამორჩა. ექსტრავაგანტულმა მომღერალმა, ლედი გაგამ, მისი ფეხსაცმელი მოირგო. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ფოტოების სახით გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ ფეხსაცმელი 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან არის და ამის შესახებ თავად “La Maison De Gaga-მ”, რომელიც მომღერლის იმიჯზე ზრუნავს, Twitter-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია.












