in

ლედი გაგამ „მონა ლიზას“ ჯოკერის ღიმილი დაახატა!

BOG
BOG

ლედი გაგას ბოლოდროინდელი პერფორმანსი ცოტა სიგიჟედ შეიძლება მოგეჩვენოთ, რადგან იგი ლუვრში შედის და მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მუზეუმს პირად სათამაშო მოედნად აქცევს… 

თუმცა 80-წამიანი ვიდეოს ავტორი Louvre გახლავთ. გვაჩვენებს, როგორ დადის გაგა მუზეუმში, როგორ ურთიერთობს ფასდაუდებელ შედევრებთან, რომელთა შორისაც Winged Victory of Samothrace-იც გვხვდება. ოღონდ აქ მთავარი მონა ლიზაა, რომელშიც ლედი გაგას მცირე ცვლილება შეაქვს:

ეს ღიმილი კი კოლაბორაციას აღნიშნავს ლედი გაგას, Warner Bros-სა და the Louvre-ს შორის:

შესაბამისად, მხატვრული წარმოდგენაც ორ მიზანს ემსახურება, ერთი მხრივ, პოპულარიზაციას უწევს ჯოკერის ფილმს, მეორე მხრივ კი ლუვრის საშემოდგომო Figures of the Fool: From the Middle Ages to the Romantics-ის გამოფენას. პირველი, დღეს, 2 ოქტომბერს გამოდის, ხოლო მეორე 16 ოქტომბრიდან გაიხსნება ახლად განახლებულ Hall Napoléon-ში… 

FDA-ის დამტკიცებულმა ანტიდეპრესანტმა ტვინის კიბოს ზრდა შეაჩერა — ექსპერიმენტი

„საქართველო ევროპაზე, გზა მიზნიდან – გამარჯვებამდე“ – დოკუმენტური ფილმის პრემიერა