in

Tiffany & Co–ს პირველი ვიდეორგოლი სუპერ–ბოულისთვის, ლედი გაგას მონაწილეობით

პირველად, Tiffany & Co–ს არსებობის ისტორიაში, ბრენდმა მონაწილეობა მიიღო სუპერ–ბოულის ღონისძიებებში და მისთვის სარეკლამო ვიდეორგოლიც შექმნა, რომელშიც ცნობილი მომღერალი ლედი გაგა მონაწილეობს. სუპერ–ბოულში ჩართვით, ბრენდმა კამპანია “ლეგენდარული სტილი” წამოიწყო და მომხმარებელს თავისი ახალი, ულამაზესი კოლექცია წარმოუდგინა. ბრენდს, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს და ოცნებობს მასზე, საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველ ჯერზე განსახვავებული თანამედროვე და დახვეწილია. რაც შეეხება მომღერალს, ის Tiffany & Co–ს შავ–თეთრ რგოლში უშუალოდ თავის დამოკიდებულებებებს გვიმხელს ბრენდისა და საკუთარი კარიერის მიმართ.

M2

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=15&v=5OGTdbGZE0o

#თაობა: 90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის უთქმელი ისტორია – ნაწილი III

ქუჩის მუსიკოსი და მოულოდნელი დახმარება – Amazon Prime–ის გაუმჯობესებული მომსახურება