27
Feb
2018

Lady Taxi ქუთაისში – ქალი მძღოლები, რომლებიც ქალებსა და წყვილებს მოემსახურებიან

27 Feb 2018

Startauperi
Startauperi


„ზოგადად, საქართველოში ტაქსით მომსახურების სფერო არ არის სწორად განვითარებული, თბილისში შეიძლება არის, ქუთაისში – ნაკლებად. ამიტომაც, გვინდოდა, რომ პიროვნებისთვის სასიამოვნო გაგვეხადა მგზავრობის პროცესი და დავაარსეთ Lady Taxi. ჩვენთან ბარათით გადახდა იქნება შესაძლებელი, მძღოლებს უნიფორმა ეცმებათ, მგზავრი, ვინც ჩაჯდება, მისთვის სასურველ მუსიკას მოუსმენს და ა.შ.“, – ზურაბ ფირცხალავა, Lady Taxi-ს თანადამფუძნებელისფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად, ზურაბ და ფატმან ფირცხალავებმა გადაწყვიტეს Lady Taxi-ს შექმნა, რომელიც მოემსახურება ქალბატონებსა და წყვილებს და რომლის მთავარი განმასხვავებელი ფაქტორებიც ქალი მძღოლები იქნებიან. Ladi Taxi-ს მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ტელეფონზე დარეკვით, ისე აპლიკაციით. რაც შეეხება ტარიფს, გარდა იმისა, რასაც აპლიკაცია ავტომატურად დაუწერს მგზავრს, კილომეტრზე, დაახლოებით 60-70 თეთრი, ხოლო ახლო მანძილზე 2 ლარით იქნება განსაზღვრული. ამ ეტაპზე კომპანიას არ ჰყავს საკუთარი ავტომობილები, თუმცა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, საკუთარი ავტომობილებით მივიდნენ Ladi Taxi-ში და გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დასაქმდნენ მძღოლის პოზიციაზე. ზურაბ ფირცხალავა: „სახელი ისეთი აქვს, “Lady Taxi“, მამაკაცი რომ იყოს მძღოლი, ცოტა უხერხულიც კია და ვფიქრობთ, რომ მომხმარებელსაც ნეგატიური რეაქცია ექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში. რაც შეეხება, როგორ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მხოლოდ ქალებსა და წყვილებს მოემსახუროს ჩვენი ტაქსი, გვექნება დაცვის სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებითაც მხოლოდ ქალები შეძლებენ 7-12 საათამდე გამოძახებას, თუმცა თუ მაინც იმგზავრებს მამაკაცი, გამომდინარე ჩვენი მენტალობიდან, მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნება მისი გადაადგილება“.

Lady Taxi, ჯერჯერობით, მხოლოდ ქუთაისის ტერიტორიას მოიცავს, მოთხოვნიდან გამომდინარე კი გაიზრდება მასშტაბები. ამ ეტაპზე, კომპანია სატესტო რეჟიმში მუშაობს 2 ავტომობილით.

განხილვა