in

საინვესტიციო ჯგუფ GCC-სა და „Lafarge Holcim“-ის ერთობლივი სტარტი და სამომავლო გეგმები საქართველოში

BOG
BOG

 

საქართველოში სამშენებლო მასალების საერთაშორისო ბრენდის „Lafarge Holcim“-ის პარტნიორი „საქართველოს ცემენტის კომპანია“(GCC) საქმიანობის პირველ წელს აფასებს და მიიჩნევს, რომ სტარტი საკმაოდ წარმატებული იყო. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, 2017 წელს ერთად რამდენიმე პროექტი უკვე განახორციელეს.

„დასავლეთ საქართველოში თურქული ცემენტი ძალიან პოპულარული იყო, რადგან მას მაღალი ხარისხი ეჭირა ბაზარზე, თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ თურქული პროდუქციის საქართველოში ნაწარმოები პროდუქტით ჩანაცვლება. „საქართველოს ცემენტის კომპანია“ აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ცემენტს და მომხმარებლები მალე დარწმუნდნენ, რომ შესაძლებელია საქართველოში ბევრად უკეთესი ხარისხის ცემენტის ყიდვა, თანაც უფრო დაბალ ფასად“, – ამბობს „საქართველოს ცემენტის კომპანიის“ დამფუძნებელი მერაბ ჩიხრაძე.

მისი თქმით, „საქართველოს ცემენტის კომპანია“ ფლობს „Lafarge Holcim“-ის შიდა, მსოფლიოში აღიარებულ სერტიფიკატს და ასევე, ISO სერტიფიკატს.

„კომპანია „Lafarge Holcim“-თან პარტნიორობით განხორციელებული პროექტი „საქართველოს ცემენტის კომპანიისთვის“ ძალიან წარმატებული იყო. ქართულ ბაზარზე ყოველთვის იყო პრობლემა ცემენტის ხარისხთან დაკავშირებით. ბაზარზე შემოვიტანეთ პროდუქცია, რომელიც მუდმივად ინარჩუნებს მაღალ ხარისხს. გვაქვს მაღალი დონის, სრულიად აღჭურვილი ევროპული სტანდარტების ლაბორატორია, სადაც საცემენტე ნედლეული და, ასევე, საბოლოოდ ცემენტი გადის დეტალურ შემოწმებას. ჩვენ ვზრუნავთ, რომ პროდუქცია იყოს სტაბილურად ერთი და იგივე  ხარისხის. როცა ბეტონის ან ბეტონის მწარმოებელი ნაკეთობების კომპანიებს აქვს გარანტია იმისა, რომ პროდუქტი დეტალურადაა შემოწმებული, აქვს შესაბამისი სერტიფიკატი და, ასევე, გამოყენებული და შემოწმებულია პრაქტიკაში, ეს ფაქტორები მომხმარებლისთვის ძალიან დიდ კომფორტს ქმნის. მომხმარებელი აღარ ნერვიულობს, როცა ცემენტის შემადგენლობით ქმნის რეცეპტს და თავისი ბიზნესის ეკონომიკას უფრო თამამად გეგმავს.

რა ადგილი უკავია კომპანიას ბაზარზე? 

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ჯგუფის ცემენტის წარმოების დივიზიონს, რადგან კომპანიამ ბაზარზე თავი დაიმკვიდრა, როგორც სტაბილური და მაღალი ხარისხის მქონე ცემენტის მწარმოებელმა ქარხანამ. ჩვენი ქარხნის დადგმული სიმძლავრე წლიურად არის 300 ათასი ტონა. პირველ სატესტო წელს გაყიდვების მოცულობამ 50% შეადგინა, რაც ოპერირების პირველი წლისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია. ის განწყობა, რაც ჩვენი მომხმარებლებისგან მოდის, არის ძალიან პოზიტიური. მატულობს მოთხოვნა და ვფიქრობთ, რომ ამ წელიწადს გაყიდვების მოცულობა საგრძნობლად გაიზრდება. ჩვენმა გუნდმა თავიდანვე დაიწყო იმაზე მუშაობა, რომ მიგვეღო ISO სერტიფიკატი. მიუხედავად იმისა, რომ ქარხანა ოპერირებს „Lafarge Holcim“-ის სტანდარტებით, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია და კითხვებს არ აჩენს, თუმცა, საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საჭირო გახდა ISO სერტიფიკატის აღება. ქარხანამ სერტიფიკატისთვის გასავლელი პროცედურები ძალიან სწრაფად და ყოველგვარი პრობლემის გარეშე გაიარა და მას მოკლე დროში მიენიჭა ISO სერტიფიკატიც.

რაც შეეხება უკვე განხორციელებულ თქვენს პროექტებს . . . 

არ მინდა დავაკონკრეტდე, მაგრამ დასავლეთ საქართველოში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილი ჩვენს მიერ წარმოებულ ცემენტს მოიხმარს. ასევე, დიდი სამშენებლო კომპანიების უმეტესობა ჩვენი პარტნიორია.

რა სტანდარტებით ხელმძღვანელობთ დამკვეთებთან მიმართებაში?

თავიდანვე დავაანონსეთ, რომ უნდა გვემუშავა ევროპული სტანდარტებით და, შესაბამისად, მომხმარებლებს ვთავაზობთ ევროსტანდარტებს. ქარხნის მენეჯმენტს მომხმარებელთან  გახსნილი და მეგობრული ურთიერთობა აქვს. კლიენტებს ადგილზე აცნობენ, როგორ ხდება ცემენტის წარმოება, ხარისხის კონტროლი და ეს იწვევს დიდ ნდობას.  ჩვენი დიდი სურვილი იყო, საქართველოში ცემენტის მოხმარების კულტურა გაზრდილიყო. ადრე ცემენტის სპეციპიკაციას ყურადღებას არავინ არ აქცევდა. ახლა, კონკრეტული პროექტიდან გამომდინარე, თვითონ ვთავაზობთ კლიენტს შესაბამის და მათთვის საჭირო ტექნიკური მახასიათებლების ცემენტს. კლიენტის მოთხოვნილებების გათვალისწინებით ქარხნის მენეჯერები ზრუნავენ არსებულ საკითხზე და ზოგ შემთხვევაში სთავაზობენ სპეციალურ რეცეპტს.

ბაზარზე დიდი კონკურენციაა. რა განასხვავებს თქვენს წარმოებას სხვებისგან? 

„LAFARGE HOLCIM“-ს მსოფლიოში დანერგილი აქვს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, ტომრებში დაფასოებულ ცემენტის ტიპებს კონკრეტული სახელი აქვს. ამ მხრივ, საქართველო არ ყოფილა გამონაკლისი, მომხმარებლისთვის კარგად ცნობილ 400-მარკიან ცემენტს ქართული სახელი „ოსტატი“ დავარქვით, ხოლო 500-მარკიან ცემენტს – „უნივერსალი“. „ოსტატი“ ხშირად გამოყენებადი ცემენტია, რომელსაც მომხმარებელი ყოველდღიურად იყენებს, ამიტომ ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ ამ ტიპის ცემენტს ქართული სახელი ჰქონოდა და ამით ჩვენ  ნამდვილად ვამაყობთ.  „უნივერსალი“ უფრო მაღალი სიმტკიცის მქონე პროდუქტია, რომელსაც თავისი მომხმარებელი ჰყავს.

 

დღეს მწვავედ დგას შრომითი უსაფრთხოების საკითხი. თქვენს კომპანიაში თანამშრომლებისთვის რამდენად  უსაფრთხო სამუშაო პირობებია?  

ეს პრობლემა დღეს, მართლაც, მწვავედ დგას. „LAFARGE HOLCIM“-ს აქვს შიდა რეგულაციები, რომელიც იმ 90 ქვეყანაში ვრცელდება, სადაც ჯგუფი ოპერირებს. ჩვენ ამ საკითხს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. „LAFARGE HOLCIM“-ისთვის პირველ ადგილზე დგას ადამიანის უსაფრთხოების დაცვა და ჯანმრთელობა. შესაბამისად, ჩვენთან მაქსიმალურად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. გვყავს უსაფრთხოების მენეჯერი, რომელიც მონიტორინგს უწევს და ძალიან მკაცრად აკონტროლებს უსაფრთხოებას. ამ მიმართულებით ძალიან მაღალ სტანდარტებზე ვართ გასულები. საქართველოში, სამწუხაროდ, ამ კუთხით არის მენტალური პრობლემა, იმედი გვაქვს, რომ ეს მალე აღარ იქნება. ჩვენ შემთხვევაში უსაფრთხოების მენეჯერი სისტემატურად უტარებს თანამშრომლებს ტრენინგებს უსაფრთხოების დაცვის კუთხით.

რას გეგმავთ ცემენტის წარმოების კუთხით სამომავლოდ? 

დაგეგმილი გვაქვს რომ დასავლეთ საქართველოს შემდეგ აღმოსავლეთისკენ გადმოვინაცვლოთ. ვაპირებთ, თბილისში დავიწყოთ ცემენტის რეალიზაცია. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და უკვე გვაქვს კონკრეტული გეგმები, რომლებსაც ეტაპობრივად ვახორციელებთ. 

„Lafarge Holcim“-ს, ცემენტის გარდა, ბეტონის წარმოების მიმართულებაც აქვს . მზა პროდუქციის გარდა, კიდევ რას სთავაზობთ ბაზარს?

კომპანიამ 2017 წელს თბილისში ბეტონის პირველი ქარხანა გახსნა, რომელიც ევროსტანდარტებით არის აშენებული და ორიენტირებულია მაღალი დონის უსაფრთხოებაზე, ხარისხსა და ეკოლოგის დაცვაზე.  ქარხანა Lafargeholcim-ის სტანდარტებით არის აშენებული. თბილისის ბაზარმა ძალიან კარგად მიიღო ჩვენი პროდუქცია, რაზეც, როგორც უკვე გითხრით, გასული წელიც მეტყველებს. წლიურად შესრულდა 110,000 კუბი სხვადასხვა კლასის ბეტონის პროდუქციის რეალიზაცია. პირველი წლისთვის ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია.

გეგმავთ თუ არა გაფართოებას?

ჩვენ ისედაც ვგეგმავდით დამატებით ბეტონის საწარმოების გახსნას, თუმცა ასეთმა გაყიდვებმა დააჩქარა ჩვენი გეგმები და თბილისში მალე გაიხსნება დამატებით კიდევ ერთი ბეტონის ქარხანა. ასევე, დასავლეთ საქართველოში ვგეგმავთ ბეტონის წარმოების დაწყებას. მაგალითად, ჩვენი ბიზნესჯგუფის აქციონერი დიმიტრი აბდუშელიშვილი არის, ასევე, ანაკლიის კონსორციუმის წევრი და  ამჟამად მათთან მიდის მოლაპარაკება, რომ ანაკლიის პროექტისთვისაც აშენდეს ბეტონის ქარხანა, რადგან ამ მართლაც უნიკალური პროექტისთვის მოხდეს „lafarge Holcim“-ის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა, ცემენტისა და ბეტონის მიწოდების კუთხით. მინდა აღვნიშნო, რომ ანაკლიის კონსორციუმი მშენებლობას ახორციელებს მაღალი სტანდარტების დაცვით, რაც უმნიშვნელოვანესია  სამშენებლო სექტორის განვითარებისთვის და მინდა, წარმატება ვუსურვო მათ. ეს არის ისტორიული პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ფლაგმანი უნდა გახდეს.

რა გეგმები გაქვთ ბეტონის წარმოების განვითარების მიმართულებით?

ბეტონის ოპერირება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სერვისის მაღალი სტანდარტების დანერგვის კუთხით. „Lafarge Holcim“-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომსახურების მაღალი სტანდარტი, სწრაფი ლოგისტიკა, კომფორტული მიწოდების სერვისი, მოქნილი შეკვეთების სისტემა და მომხმარებლის კმაყოფილება. ასევე, ვგეგმავთ თბილისის ბაზარზე „Lafarge Holcim“-ის ბეტონის ინოვაციური პროდუქტების გაშვებას. მაგალითად, დედაქალაქის ელიტურ ადგილას ვიწყებთ საკუთარ საინვესტიციო პროექტს. Lafarges-ის ინოვაციური პროდუქტებით ვაშენებთ საცხოვრებელ  კორპუსს. გამოყენებული იქნება თანამედროვე არქიტექტურის შესაბამისი ბეტონის ტიპები, რომელიც ლამაზ შენობებს ქმნის. მშენებლობას განახორციელებს ჩვენივე ჯგუფში მყოფი სამშენებლო კომპანია BBC construction, რომელიც, თავის მხრივ, სამშენებლო სექტორში, ასევე, მაღალ სტანდარტებს ნერგავს.

 

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო  Hilton-ს აშენებთ . . . 

ამ პროექტის ინვესტიციას, ასევე, აღნიშნული ჯგუფი ახორციელებს. შენობის შიდა ინტერიერზე მსოფლიოში აღიარებული იტალიელი არქიტექტორი და დიზაინერი პიერო ლისონი მუშაობს. მშენებლობა 2 წელში დასრულდება და ეს იქნება ერთ-ერთი პოპულარული ადგილი ტურისტებისთვის და ასევე, ადგილობრივებისთვის. სასტუმროების ბიზნესში საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს. მაგალითად, გუდაურში, ფაქტობრივად, პირველები ვიყავით, ვინც ზემოთ, სათხილამურო ტრასასთან ახლოს ავაშენეთ სასტუმრო CARPE DIEM. ფაქტობრივად, ჩვენი პროექტის შემდეგ დაიწყო  ახალი გუდაურის განვითარება. ამ სექტორის  განვითარებისთვის შევიძინეთ კოსტავას ქუჩაზე არსებული შენობა, სადაც ექსკლუზიური „ჰილტონი“ გაკეთდება. თავის სტილისტიკითა და დიზაინით ეს სასტუმრო იქნება მსოფლიო მასშტაბით არსებულ „ჰილტონებს“ შორის გამორჩეული, რაზეც ზრუნავს ძალიან ცნობილი იტალიელი არქიტექტორი და დიზაინერი პიერო ლისონი. თამამად გეტყვით, რომ სასტუმრო გახდება თბილისის სავიზიტო ბარათი.

 

[პარტნიორის კონტენტი ]

როგორ დავიწყოთ ბიზნესი ფაბლაბთან ერთად? – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტი

[EXCLUSIVE] თუ გინდა, ცხოვრებას გემო გაუგო – „ლიდერფუდი“