in

„ცემენტის გიგანტი LafargeHolcim ქართულ ბაზარზე პოზიციებს იმყარებს“

ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელი ფრანგული კომპანია LafargeHolcim ქართულ ბაზარზე აქტიურად მუშაობს. თავად ამბობენ, რომ ნებისმიერი სამშენებლო კონსტრუქციისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხიანი მასალაა.

„ცივილიზაციის არსებობის 6000 წლიანი ისტორიის მანძილზე მშენებლობასა და არქიტექტურას ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა. მშენებლობის მასშტაბი და ხარისხი, ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, სწორად შერჩეული სამშენებლო მასალითაც იყო განპირობებული. მშენებლობის ტემპები დღეს ისეა დაჩქარებული, როგორც არასდროს. ყოველწლიურად. უფრო და უფრო მაღალი ცათამბჯენები და გრძელი ხიდები და გვირაბები იგება. განსხვავებული დიზაინის, კონსტრუქციისა თუ დანიშნულების ნაგებობებს ერთი რამ აერთიანებს – ცემენტი, რომელიც აუცილებელი კომპონენტია ყველა სამშენებლო კონსტრუქციისთვის – საცხოვრებელი სახლით დაწყებული, დიდი ზომის კაშხლით დამთავრებული. შესაბამისად, მისი სწორად შერჩევა აუცილებელი წინაპირობაა“.

2017 წლის დასასრულს, ბაზარზე ახალი მოთამაშე – „საქართველოს ცემენტის კომპანია“(GCC) გამოჩნდა, რომელიც საქართველოში ფრანგულ Lafarge-ს წარმოადგენს. კომპანია აერთიანებს როგორც ცემენტის, ისე ბეტონის წარმოების მიმართულებას.

„2015 წელს Lafarge და ამ სექტორში მოღვაწე სიდიდით მეორე შვეიცარიული კომპანია Holcim გაერთიანდნენ, რის შედეგადაც კომპანია – LafargeHolcim ჩამოყალიბდა. კომპანიის მასშტაბების უკეთ გასააზრებლად, რამდენიმე სტატისტიკური მონაცემს მოვიყვანთ: LafargeHolcim მსოფლიოს 90 ქვეყანაში 2500-ზე მეტ ქარხანას ფლობს, 115 000 თანამშრომელს ასაქმებს და ყოველწლიურად, 387 მლნ ტონა ცემენტსა და ბეტონს აწარმოებს. მისი წლიური ბრუნვა $26 მილიარდს, საბაზრო კაპიტალიზაცია კი – $28.5 მილიარდს აჭარბებს“.

Lafarge/GCC, საქართველოში ოპერირების ორი წლის თავზე, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ცემენტის ბაზარზე  წარმადობითა და გაყიდვებით, მეორე ადგილს იკავებს, რაც დიდწილად მათ მიერ დანერგილმა პროდუქციის მაღალმა ხარისხმა და სტაბილურმა სერვისმა განაპირობა.

კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მერაბ ჩიხრაძე ამბობს, რომ გაყიდვების რაოდენობა, რომელმაც 2018 წელს 210.000 ტ ცემენტი შეადგინა, გათვალისწინებული მაქსიმუმი არ არის. მისი თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი, მიმდინარე წელს, მინიმუმ, 20-25%-ით გაიზრდება.

„მტკიცედ მივყვებით განვითარების გეგმას, რომელსაც ჩვენი გუნდი, პარტნიორებთან ერთად, წარმატებით ახორციელებს და ვფიქრობთ, ახლო მომავალში პოზიციებს კიდევ უფრო გავიმყარებთ საქართველოს ცემენტის ბაზარზე“, – ამბობს მერაბ ჩიხრაძე.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მათ ქართულ ბაზარზე უკვე მოიპოვეს ნდობა, რასაც დასრულებული და მიმდინარე პროექტებიც მოწმობს: „პანორამა თბილისი“, სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი“ ქავთარაძის ქუჩაზე, „ალიანს  ჯგუფის“ 54-სართულიანი ცათამბჯენი ბათუმში, რომლის პირველ 12 სართულზე სასტუმრო MARRIOT გაიხსნება, M2 ჭავჭავაძეზე, „ორბი ჯგუფის“ „TWIN TOWER“ 45-სართულიანი ცათამბჯენები 7000-ზე მეტი ბინით. ასევე:  „მწვანე უბანი ლისთან“ სასტუმრო Hilton-ის პროექტი ქ. თბილისში,  „Macro construction“-ის უბანი დიღომში, ფოთი-სენაკის ცენტრალური მაგისტრალის ხიდები, ანაკლიის პორტი, ბათუმის შემოვლითი გზა, ქუთაისში ავტობანიდან მისასვლელი გზები, მესტია – უშგულის გზა სვანეთში.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მშენებლობაც Lafarge/GCC-ის ცემენტითა და ბეტონით ხორციელდება.

„მაშინ, როცა ქვეყანაში უცხოელ ტურისტთა რაოდენობა წლიურად ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით იზრდება; მაშინ, როცა სივრცითი მოწყობის ფარგლებში წითელი ხიდიდან სარფამდე, ასევე, ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალზე გათვალისწინებულია, ჯამში, ასზე მეტი ხიდისა და გვირაბის აგება; მაშინ, როცა პროექტირების ეტაპზეა რამდენიმე დიდი ზომის წყალსაცავიანი ჰესი და მაშინ, როცა, უბრალოდ, ეკონომიკის ზრდასთან ერთან, ახალ ბინებზე მოთხოვნა ბუნებრივად იზრდება, ევროსტანდარტის ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელი კომპანიის საჭიროება საგრძნობლად აშკარაა – კომპანიისა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაშიც დიდ წვლილს შეიტანს და ეკოლოგიურ გარემოზეც იზრუნებს“ – ამბობენ Lafarge/GCC-ის წარმომადგენლები.

 

[R]

ფინური სტანდარტების შესაბამისი პირველი სკოლა საქართველოში ფუნქციონირებას სექტემბრიდან დაიწყებს

ქართული წიგნები ამერიკაში – ონლაინ მაღაზია “წიგნების თარო”