in

რატომ ჩნდება სატურნის რგოლებზე იდუმალი ლაქები? — მეცნიერები ამ კითხვის პასუხს ეძებენ

არსებობს პერიოდი, როცა სატურნის ირგვლივ არსებულ წრეებზე იდუმალებით სავსე ლაქები ჩნდება, მათი გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ხელახალი გამოჩენა მათი შესაწვლის კარგ შესაძლებლობას გვაძლევს. მეცნიერები კი ჰაბლის პროგრამის დახმარებით მრავალ კითხვაზე აპირებენ პასუხის გაცემას. 

M2
M2

საინტერესოა ისიც, რომ სატურნის ლაქებზე კვლევა 1980-1981 წლებში ჩაატარეს, თუმცა მაშინ ჰაბლის კი არა, Voyager-ის ორი ზონდის დახმარებით. ამ დროს ლაქები სატურნის მახასიათებლად ჩათვალეს, შემდგომი კვლევებით კი ისიც გამოვლინდა, რომ როცა ლაქებს ზემოდან ვუყურებთ უფრო მუქია, ქვემოდან შეხედვისას კი მას უფრო ნათლად ვხედავთ… 

ჩვეულებრივ ლაქები სატურნის რგოლებზე გაზაფხულსა და შემოდგომაზე ბუნიობის დროს ჩნდება. ათწლეულების დაკვირვებამ აჩვენა, რომ ისინი, როგორც წესი, ბუნიობამდე 4 წლით ადრე იწყებს გამოჩენას, შემდგომი ბუნიობა კი სატურნზე 2025 წელს უნდა დაიწყოს, რის გამოც ლაქების სეზონი 2021 წლიდან უნდა დაწყებულიყო და ეს ასეც მოხდა — OPAL-ის პროგრამის მონაცემებზე დაყრდნობით, ასტრონომები გვეუბნებიან, რომ ლაქები 2021 წელს გაჩნდა და მათი განვითარებაც ჩვეულებრივ მიმდინარეობს.

მიუხედავად Cassini-ს მისიის შესანიშნავი დაკვირვებებისა, ლაქების სეზონის ზუსტი დასაწყისისა და ხანგრძლივობის წინასწარმეტყველება კვლავ შეუძლებელია. ეს ქარიშხლების სეზონზე პირველი ქარიშხალის პროგნოზირებას ჰგავს, — განმარტავენ მკვლევრები. 

რაც შეეხება ლაქების წარმომშობ მიზეზს, ამაზე მეცნიერებს გარკვეული ვარაუდები აქვთ. მაგალითად, რამდენიმე მისიისას შეგროვებული მასალით, რომელიც Voyager-საც მოიცავს, გვეუბნებიან, რომ ლაქები სატურნის რგოლების მტვრის ნაწილაკებისგან შედგება, მისი გამომწვევი მიზეზი კი სატურნის მაგნიტური ველი უნდა იყოს. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათ ამ საიდუმლოს გამჟღავნებაში ჰაბლის ტელესკოპი დაეხმარება…

შეარჩიე, შეფუთე, გაუგზავნე სიყვარულით — როგორი იყო ველის კამპანია სიყვარულის დღისთვის

ასტრონომებმა 4 მილიარდი წლის ირმის ნახტომის ტყუპისცალი იპოვეს