in

ლეიკერსის საშინაო არენა სახელს იცვლის – Crypto.com Arena $700 მლნ-ის სანაცვლოდ

ლეგენდარული The Staples Center ალბათ კალათბურთის ყველა მოყვარულისთვის ცნობილი ადგილი და არენაა, სპორტული კომპლექსი, რომელიც NBA-ს ეგიდით გამართული მატჩების დროს ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა და ლოს-ანჯელეს კლიპერსის საშინაო არენა იყო, მომავალი წლიდან სახელწოდებას შეიცვლის და კრიპტოვალუტის ერთ-ერთი დიდი პორტალის სახელს მიიღებს. უკვე ორი დეკადააა დარბაზი აწ უკვე ყოფილ სახელს ატარებდა, 1999 წელს დაწყებული ისტორია დასასრულს მიუახლოვდა, გარიგება რომელიც იმ დროისთვის რეკორდულ 116 მილიონ დოლარს შეადგენდა, ახალი ხელშეკრულებით ჩანაცვლდება, გავრცელებული ინფორმაციით კრიპოვალუტის კომპანია სახელის უფლებებს 20 წლით შეიძენს და 700 მილიონ დოლარს გადაიხდის.

აღნიშნული სპორტული კომპლექსი NBA-ს მატჩების გარდა ქალთა NBA-სა და ჰოკეის მატჩებსაც მასპინძლობს, წლიურად დაახლოებით 240 ღონისძიება იმართება, გარდა სპორტული აქტივობებისა დარბაზი გრემის დაჯილდოვების მასპინძელიც არის. ახალი სახელის მინიჭების ცერემონიალი სავარაუდოდ შობას გაიმართება, სპეციალური შოუს გარდა, ამ დღეს NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში ლეიკერსი ბრუკლინ ნეთს დაუპირისპირდება.

აღნიშნული თანამშრომლობა რეკორდული და უპრეცედენტოა, აქამდე სახელის უფლებებში ამ რაოდენობის თანხა არავის გადაუხდია.

მოხარულები ვართ, წინ დიდი გამოწვევები გველის. ჩვენი კომპანიისა და კლუბის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა, ორივე ჩვენგანი განვითარებაზე და ინოვაციებზე ფიქრობს, გულშემატკივრებს ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ, ეს ისტორიული თანამშრომლობაა და მჯერა რომ ამით ორივე მხარე ბედნიერი და ამაყი იქნება” – ამბობს კრიპტო ვალუტის კომპანიის მარკეტერი სემ რედმონდი.

ინფრასტრუქტურული განახლების გარდა სავარაუდოდ კომპანია დარბაზში საკუთარ ოფისებს და სპეციალურ სავაჭრო ობიექტებსაც განათავსებს.

 

50%-მდე ფასდაკლებები, აქციები და საჩუქრები – 20 ნოემბერს ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზა იხსნება

Château Mukhrani awarded 58th position in the top 100 vineyards worldwide: a first for Georgia