16
Jan
2020

ლაკო გრიგალაშვილი Amazon-ის გუნდს უერთდება 

16 Jan 2020

ლაკო გრიგალაშვილი „ამაზონის“ გუნდის წევრი გახდა. მან 6 ეტაპიანი შესარჩევი ტური გაიარა და ამერიკაში სწავლის დასრულების შემდეგ, მუშაობას სიეტლში, Amazon-ის სათაო ოფისში Software Engineer-ის პოზიციაზე დაიწყებს.

ლაკო გრიგალაშვილი

 

ლაკო გრიგალაშვილი „საქართველოს უნივერსიტეტის“ ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულია. ამჟამად, „ფულბრაითის“ პროგრამის ფინალისტია და ამერიკის მთავრობის სრული დაფინანსებით 2 წელია, სამაგისტრო საფეხურზე სწავლობს, Syracuse University-ში კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით. „ამაზონის“ გუნდს სწორედ მისი დასრულების შემდეგ, 8 ივნისიდან  შეუერთდება.

„სტანდარტული შესარჩევი პროცესი გავიარე. ზაფხულში გავაგზავნე აპლიკაცია, რომელიც ყოველწლიურად ცხადდება ახალი კურსდამთავრებულებისთვის და დეკემბერში მივიღე შემოთავაზება აღნიშნულ პოზიციაზე. რა თქმა უნდა, ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარება მომავალში. აქ მოსახვედრად მხოლოდ ტექნიკური ცოდნა საკმარისი არაა და თავს ძალიან იღბლიანად ვთვლი, რომ საერთოდ აპლიკაციების შესარჩევი ეტაპი გადავლახე. დიდ ოთხეულში (Google, Amazon, Facebook და Apple) მოხვედრას ცდილობს, ალბათ, ყველა სტუდენტი ჩემს პროგრამაზე და განსაკუთრებით ამერიკაში, სადაც სათაო ოფისებია თავმოყრილი. კონკურენცია ძალიან მაღალია. ეს მიღწევა კი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. სხვა ქართველი სტუდენტებისთვის შეიძლება დიდი მოტივაციაც გახდეს. მინდა ყველას ვუთხრა, რომ არაფერია იმაში წარმოუდგენელი, რომ ერთ დღეს ისინიც დაიწყებენ „ამაზონში“ ან სხვა დიდ კომპანიაში მუშაობას“.

ლაკო გრიგალაშვილი,  Syracuse University-ში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლამდე, Deloitte-ის გუნდის წევრი იყო.

განხილვა