in

LaLiga-მ ახალი ლოგო და ვიზუალური იდენტობა წარადგინა

LaLiga-ს ახალ ბრენდინგზე კრეატიულმა სტუდია Grávita-მ იმუშავა და ორიენტირად ახალ თაობებთან ადაპტირება აიღო. 2022/23 წლების სეზონის დასრულებიდან სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ ოფიციალურად დადასტურდა რედიზაინი, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან.

ვინაიდან თანამედროვე ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ახალგაზრდა თაობები მეტად ინტერაქციული გამოცდილებისკენ მიისწრაფვიან და სურთ, უბრალო მაყურებლებიდან აქტიურ მონაწილეობაზე გადავიდნენ, LaLiga-ს ტრანსფორმაციაც ამ კონტექსტის ირგვლივ ტრიალებს… შედეგად, კონცეფციამ ფეხბურთის პერსპექტივა შეცვალა: კლუბების კუთვნილებიდან გულშემატკივრების კუთვნილებამდე. ასე დაამსხვრიეს 40-წლიანი პრაქტიკა და ფეხბურთის სიდიადეს, ძალას თუ იდენტობას სწორედ მაყურებლების, გულშემატკივრების პრიზმით აღნიშნავენ.

სიმარტივე და მრავალფეროვნება

ვიზუალური თვალსაზრისით, ცნობილი მრავალფეროვანი წრე და ბურთის გამოსახულება შეიცვალა. მის ადგილას ორი წითელი მრუდია ჩართული, ორმაგი L-ის, როგორც LaLiga-ს აკრონიმის შესაქმნელად. ასევე, ახალ დიზაინში შეცვლილია ტიპოგრაფიაც.

LaLiga-ს ახალი ლოგო, როგორც ჩანს, ბრენდის დიზაინის მიმდინარე ტენდენციებს შეესაბამება, რომლებიც სიმარტივესა და მრავალფეროვნებას უსვამს ხაზს. გარდა ამისა, ეს ახალი იდენტობა იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა, LaLiga ფეხბურთის მიღმაც გაფართოვდეს დიზაინით, რომელიც სპორტთან დაკავშირებულ აქტივობებში ჩაინტეგრირდება.

ნახეთ პრინტ ნამუშევრები, რომლებიც ACAG-ის სააგენტოებმა სისხლის უანგარო დონაციასთან დაკავშირებით შექმნეს

როგორ იყენებს AI-ს მსოფლიოს 7 წამყვანი სარეკლამო სააგენტო?