მალე საქართველოში ებრაული წარმოშობის თავის მოვლის საშუალებების ბრენდი „ლალინი“ პირველ ოფიციალურ მაღაზიას გახსნის. ის გალერია თბილისში მიმდინარე წლის ივნისიდან გაიღება მომხმარებლებისთვის…
ბრენდის ისტორია ჯერ კიდევ 1999 წლიდან იწყება, როდესაც ახალგაზრდა ქალბატონებმა, რევიტალ ლევიმ და მერავ კოენმა, მისი დაარსება გადაწყვიტეს. თავდაპირველად ლალინი საპნებისა და სანთლების მიმართულებით ფუნქციონირებდა და პირველი მაღაზია თელავივში გაიხსნა. 2007 წელს კი ისრაელის უდიდეს რითეილ ჯგუფთან, FOX GROUP-თან, გაფორმდა ხელშეკრულება. შედეგად, ბრენდი მალევე გავიდა საერთაშორისო ბაზარზე…
24-წლიანი გამოცდილებით და მილიონობით მომხმარებლით, ბრენდი 180-ზე მეტ ბუტიკს მართავს მსოფლიოს მასშტაბით (ისრაელი, კანადა, იაპონია, ტაივანი). ხოლო საქართველოში ლალინის ოფიციალურ წარმომადგენლობას TSUR GROUP ხსნის, FOX GROUP-თან თანამშრომლობით.
საგულისხმოა, რომ ლალინის სლოგანია „when body meets soul“… დამაარსებელი ქალბატონების ოცნება და მიზანიც ზუსტად ამ ფრაზაში იგრძნობა — სურდათ, მათი გამორჩეული პროდუქტის საშუალებით, ადამიანებისთვის სხეულისა და სულის ჰოლისტიკურად დაკავშირების შესაძლებლობა მიეცათ. ამ ხედვამ განაპირობა ისიც, რომ ლალინის თეთრი სივრცე არა მხოლოდ მაღაზიაა, არამედ ეს არის ადგილი, სადაც მომხმარებლებს განტვირთვისა და განებივრების საშუალება ეძლევათ… თანაც აქ თითოეული ადამიანი განსხვავებულ გამოცდილებას იღებს.
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, დღეისათვის ლალინი მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს — მათ შორის სახისა და სხეულის მოვლის საშუალებებს, აბაზანის პროდუქტებს, სუნამოებს, „home და lifestyle“ აქსესუარებს და სხვა საინტერესო პროდუქტებს. ყოველი მათგანი კი თავის განებივრების იდეალურ საშუალებას წარმოადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრენდი კონკრეტულად ბავშვებსა და მამაკაცებზე მორგებულ პროდუქციასაც აწარმოებს.
ლალინი გვპირდება, რომ მის სივრცეში მისული ნებისმიერი სტუმარი იპოვის თავის ფავორიტ პროდუქტს და სურნელს, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე საყვარელი ადამიანისთვის „ლალინის მულტისენსორულ შთამბეჭდავ სივრცეში არსებული კვალიფიციური ბრენდ მაისტერების გუნდი ლალინის სურნელებათა სამყაროში ამოგზაურებენ ქართველ მომხმარებელს“.
ალბათ, ცხოველთა დაცვის მიმართ მომხმარებლების დღევანდელ მოთხოვნებს თუ გავითვალისწინებთ, ყველასათვის სასიამოვნო იქნება იმის ხაზგასმაც, რომ ლალინის არც ერთი პროდუქტი და მასში შემავალი უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტი არ იტესტება ცხოველებზე.
TSUR GROUP არის ებრაულ-ქართული ჰოლდინგი, რომელიც საქართველოში დივერსიფიცირებული სახის ბიზნესს ახორციელებს. ჯგუფის საქმიანობა საქართველოში 2020 წლიდან იწყება. ჰოლდინგში გაერთიანებულია სხვადასხვა განხრით მოწინავე კომპანიები მათ შორის: „არომაკო“, „ბიზნეს ლაბორატორია“, „ნამი 8“, „მასორი“, „ჯორჯიან ინვესტმენტ“, „ბი იო“ და „მელიქიშვილის ბიზნეს ცენტრი“.
[R]











