in

წარმოიდგინეთ, ორი გული რომ გვქონდეს… — Lamborghini-ის კამპანია

Lamborghini ცოტათი უცნაურ რაიმეს გვთავაზობს, წარმოიდგინეთ, ადამიანს ორი გული რომ ჰქონდეს, რას გააკეთებდაო… ამის წარმოდგენა კი იმისთვის სჭირდება, რომ Lamborghini Urus-ის ჰიბრიდული ძრავის შესაძლებლობების გააზრებაში დაგვეხმაროს. Born With Two Hearts-ს ორ ყველაზე ცნობილ შეგრძებასთან მივყავართ, რომლებიც ლამბორგინის ტარებას ახლავს თან — ძალაუფლება და ემოცია. 

BOG

ამგვარად, ფილმშიც ის სამყაროა ნაჩვენები, რომელშიც ადამიანები ორი გულით იბადებიან, ეს კი კვლავ Urus SE-ში არსებული ჰიბრიდული ძრავის მეტაფორაა. უცნაურ შედარებად შეიძლება, მოგეჩვენოთ, მაგრამ ასე ბრენდი სპორტული მანქანის უახლესი გამოშვების Urus SE-ს შესანიშნავ შესაძლებლობებზე გვესაუბრება. 

Born with Two Hearts-ის კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო Dude-მა იმუშავა.

ნატალია ხიზანიშვილი „ვოლტი იაპონიის“ გენერალური მენეჯერი გახდა

გამოცადეთ „თბილისი გარდენსში“ ცხოვრება