in

Lamborghini-ს საკულტო მოდელი Countach ბრუნდება!

ზუსტად 25 000 საათში, Lamborghini-ს საკულტო Countach LP 500 ბრუნდება! ბრენდმა მისი პროტოტიპიც გვაჩვენა – თვალისმომჭრელი ფერი, დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები, ალბათ, გულგრილს არავის დატოვებს. ეს მოვლენა, ბუნებრივია, ვერ ჩაივლიდა სარეკლამო კამპანიის გარეშე. ასე რომ, უკვე შეგვიძლია ვნახოთ, როგორი იქნება Lamborghini Countach, დაახლოებით, 50 წლის შემდეგ.

 

ყველაფერი 2017 წელს დაიწყო, როდესაც კომპანიაში გადაწყვიტეს, მოდელის განახლებული ვერსია გამოეშვათ.  ამ იდეის რეალიზებას, დაახლოებით, 4 წელი დასჭირდა.

შეგახსენებთ, Lamborghini Countach LP 500, პირველად, 1974 წელს გამოვიდა. ბრენდმა ამ მოდელის წარმოება 1990 წელს შეწყვიტა. ახლა კი, როგორც ჩანს, ლეგენდის დაბრუნების დრო დადგა!

 

 

რას ემსახურება ელექტროდ გარდაქმნილი კლასიკური მანქანები?

მარკ ზაკერბერგმა გუშინდელი ხარვეზის დროს $7 მილიარდი დაკარგა!