Lamborghini-ს Huracán Sterrato მიჰყავს იქ, სადაც აქამდე არცერთი სპორტული მანქანა ყოფილა! დიახ, ჩვენ უასფალტო, უსწორმასწორო გზებზე ვსაუბრობთ. Off-Roader კონცეფციის სახით პირველად 2019 წელს გამოვიდა, ახლა კი ის დაბრუნდა და, როგორც ჩანს, უკვე წარმოებაშია.
რადგანაც ლამბორგინის სრული დებიუტი 30 ნოემბერს შედგება, მანქანის ყველა ტექნიკური მახასიათებელი ჯერ არ არის ცნობილი. თუმცა ის მაინც ვიცით, რომ V10 სუპერ მანქანას სიმაღლე 4.69 სანტიმეტრით აქვს გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ნებისმიერი გარემოსთვის არის მზად. მას უფრო გამაგრებული ჩარჩოც აქვს. ბორბლების საკიდარი კი ისე არის გადაკეთებული, რომ ნებისმიერ რელიეფს შეუძლია გაუმკლავდეს.
„პირველი სუპერ სპორტული მანქანა, რომელიც მართვის მაქსიმალური სიამოვნებისთვის არის შექმნილი, თუნდაც, ასფალტისგან მოშორებით, ფხვიერ და ჭუჭყიან ზედაპირზე“, — აცხადებენ Lamborghini-ში.
საინტერესოა ისიც, რომ ჩვეულებრივი საბურავები ე. წ. ბუშტის საბურავებით შეიცვალა. მასზე ახალი წინა ფრთაც დამონტაჟდა, რათა მის წინა ღერძზე 30 მმ-იანი გადასვლა შესაძლებელი გახდეს. მეტიც, მასში 5.2-ლიტრიანი V10 ძრავა 630 სამუხრუჭე ცხენის ძალით არის განთავსებული.
ალბათ, გულშემატკივრებისთვის ეს მონაცემები უკვე აღფრთოვანებას იწვევს, Sterrato-ს სრული მახასიათებლების გასაგებად კი მათ 30 ნოემბრამდე მოუწევთ ლოდინი.