in

Lamborghini-მ ლოგო განაახლა — ევოლუცია რევოლუციის ნაცვლად

ლამბორგინის საკულტო ხარმა მეტად დახვეწილი სახე მიიღო — ამჯერად იტალიურმა ავტომწარმოებელმა ლოგოს რედიზაინი გადაწყვიტა, რათა უფრო თანამედროვე იმიჯი მოირგოს და, ამავდროულად, მემკვიდრეობის ერთგულებაც შეინარჩუნოს.

BOG
BOG

ადვილი შესამჩნევია, რომ ცვლილებები ევოლუციურია და არა რევოლუციური… ფარი, რომელშიც ხარის ფიგურაა მოთავსებული, კვლავ შეინარჩუნეს — უბრალოდ, უფრო თხელი, ბრტყელი მოხაზულობით. რაც შეეხება ამ მთავარ პერსონაჟს, ის სამგანზომილებიან სამყაროში ინაცვლებს.

ამავდროულად, ბრენდის სიტყვიერი ნიშანიც განახლდა მეტად ფართო, მორგებული დიზაინის შრიფტით, რათა ახალ კორპორატიულ ფონტს მოერგოს. ცხადია, Automobili Lamborghini შრიფტი კომპანიის ყველა სახის კომუნიკაციის ნაწილად იქცევა.

საგულისხმოა, რომ განახლება Direzione Cor Tauri-ის სტრატეგიულ ცვლილებას უკავშირდება, რომელიც მდგრადობისა და ელექტრიფიკაციისკენაა მიმართული. ბრენდის წარმომადგენლების თქმით, ლოგოს მინიმალიზმი და თამამი ფერების სინთეზი ლამბორგინის ძირითად ღირებულებებს შეესაბამება — იყოს თამამი, მოულოდნელი და ავთენტური. თავის მხრივ, ეს თვისებები უდავოდ გადამწყვეტი იქნება საავტომობილო ლანდშაფტის ცვალებადობისას.

ამავდროულად, კომპანიის ციფრულ პლატფორმებზე „მძვინვარე ხარი“ დამოუკიდებლად გამოჩნდება, კლასიკური ფარისგან გამოყოფილი.

შესაძლოა, მომხმარებელთა გარკვეულ ნაწილს უფრო მკვეთრი რედიზაინის სურვილი ჰქონდეს… თუმცა ბრენდმა მყისიერი ცნობადობა და დახვეწილი ევოლუცია ამჯობინა, რათა მომავალი თაობებისთვისაც აქტუალურობა შეინარჩუნოს.

Aprilia RS 457 — უახლესი მოტოციკლი და მისი შესაძლებლობები

Moody’s-მა ლიბერთი ბანკის გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა