in

Lamborghini სუპერმანქანის 60 წლის იუბილეს აღნიშნავს — ახალი კამპანია

ათწლეულების წინ მანქანა უბრალოდ საჭიროების დამაკმაყოფილებელ საშუალებას თუ წარმოადგენდა, ახლა ბრენდები რაღაც უფრო მეტის მიღწევისთვის იბრძვიან — სურთ, ინოვაციური გზებით განავითარონ ტექნოლოგიები და მომხმარებლებს განსაკუთრებული გამოცდილება შესთავაზონ. სწორედ ამის დემონსტრაციას წარმოადგენს Lamborghini-ის ახალი ვიდეორგოლი, რომელშიც ბრენდის სუპერმანქანას ოცნებებზე სწრაფს უწოდებენ — მას მივყავართ არა მხოლოდ დანიშნულების ადგილას, არამედ სადღაც საზღვრებს გარეთ.

„როდესაც უყურებთ Lamborghini Miura-ს, ეს მხოლოდ პირველი სუპერმანქანა არ არის… ის ჩვენი ისტორიის პირველი ეტაპია. ისტორია, რომელიც წელს 60 წლის ხდება. ისტორია, რომლის აღნიშვნასაც ამ საკულტო მოდელის გარეშე ვერ დავიწყებდით“, — აღნიშნავს ბრენდი.

Amazon-ის ღია კოდის მეშვეობით, ტელევიზორი ყურის იმპლანტებს უკავშირდება

რას აკეთებენ პროდუქტიული კომპანიები განსხვავებულად?