1
Feb
2019

Lamborghini-ს ექსპერიმენტი და სიურპრიზი ნამდვილი მოყვარულისთვის

1 Feb 2019



მილანში, სპორტული მანქანების ბრენდმა Lamborghini ნამდვილი მოყვარულის ძებნა დაიწყო. ექსპერიმენტის ადგილად სათამაშოების მაღაზია შეირჩა, ცდისპირები კი ლამბორჯინის მოყვარული პატარები იყვნენ. გამყიდველი მათ ეუბნებოდა, რომ Lamborghini-ს სათამაშო მანქანების მოდელები ამოიწურა და სხვა, მსგავს მოდელებს სთავაზობდა. გამოცდას ბევრმა ვერ გაუძლო, თუმცა, ერთი ბიჭუნა Lamborghini-ს ერთგული მრავალი გამოცდის შემდეგაც დარჩა. ნაპოვნ ნამდვილ მოყვარულს ბრენდმა საჩუქარი Lamborghini-თ მიუტანა და ნამდვილი მანქანით სეირნობის შესაძლებლობაც მისცა. კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო Havas Milan-მა იმუშავა.

განხილვა