6
Sep
2019

Sián – Lamborghini-ის ახალი და ყველაზე სწაფი მოდელი

6 Sep 2019

ავტომწარმოებელმა კომპანიამ Lamborghini სპორტული Sián გამოუშვა. Dezeen-ის ცნობით, ახალი, ჰიბრიდული მოდელი ბრენდის ყველაზე სწრაფი მანქანაა.

ახალ Lamborghini-ს 785 ცხენის ძალა აქვს. დამატებითი ელექტროძრავის მეშვეობით კი, ჯამში, 819 ცხენის ძალას გამოიმუშავებს (602 კილოვატი). ავტომობილი 100კმ/საათს 2.8 წამში ავითარებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 349 კმ/სთ-ია.

სიტყვა “Sián”, ბოლონიურ დიალექტზე, „ელვას“ ნიშნავს.

ახალი მოდელი, შეზღუდული რაოდენობით, სულ 63 ცალი შეიქმნა, 1963 წლის პატივსაცემად, როდესაც თავად Lamborghini დაარსდა. მისი უნიკალურობა, როგორც ჩანს, ღირებულებაზეც აისახა – ფასი, $3.6 მილიონია.

კომპანია, Sián-ს, პირველად, 2019 წლის 12 სექტემბერს, ფრანკფურტის ავტოშოუზე წარადგენს.

 

განხილვა