ბოლო დროს Lamborghini-სგან საკმაოდ ბევრი რამ გავიგეთ, ჯერ ლოგო განაახლეს, შემდეგ მომხმარებლებს სთხოვეს, თავი ორი გულის მქონე არსებებად წარმოედგინათ, ახლა კი არც მეტი, არც ნაკლები, ისეთ ვინილს სთავაზობენ, რომელიც სიმღერებს არ უკრავს… ამჯერად Technics-თან გადაწყვიტეს პარტნიორობა. ასე შეიძლება არ გეცნობოდეთ, ამიტომ შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ბრენდი 1965 წელს Panasonic-მა დააარსა და სწორედ მან გააცნო 1970-იან წლებში ვინილების ტექნოლოგია მომხმარებლებს.
ამგვარად, ახლა ორი ლიდერი ბრენდის გაერთიანებით შექმნილ პროდუქტ SL-1200M7B-ის ვინილზე გესაუბრებით. მოკლედ რომ გითხრათ, უმაღლესი დონის ინჟინერიას და დიზაინს აერთიანებს ისე, რომ ორივე ბრენდის ძლიერი შესაძლებლობები გვაჩვენოს. თანაც მათ ინოვაციებისადმი ერთგულება და არაჩვეულებრივი გამოცდილებების შექმნა აერთიანებთ.
თუმცა ეს უბრალო Lamborghini-სა და Technics-ის ლოგოებ დატანილ ვინილზე ბევრად მეტია — ექსკლუზიური ჩანაწერია, რომელიც ექვსი საკულტო Lamborghini V12 ძრავის მქონე სპორტული მანქანების ჟღერადობას სთავაზობს მომხმარებლებს: the 400GT 2+2, Miura SV, 25th Anniversary Countach, Diablo 6.0 SE, Murciélago LP 640 და Revuelto. მათი მიზანია, ადამიანებს ლამბორგინის მართვის გამოცდილება შეაგრძნობინონ, დანარჩენი კი თავად ნახეთ: