in ,

ლამბორგინიმ NFT ნამუშევრების სერია შექმნა!

ნამუშევრები ხუთი ხელშესახები ელემენტისგან შედგება, რომლებიც ციფრულ ვერსიებთანაა კომბინირებული

ამ დროისათვის ძალიან პოპულარულ NFT კულტურაში ლამბორგინიც ჩაერთო, NFT PRO-სთან და RM Sotheby’s-თან პარტნიორობით. ავტომწარმოებელი ხუთ წყვილ ციფრულ და ფიზიკურ ნამუშევრებს სპეციალურ NFT ვებგვერდზე წარადგენს.

როგორც ჩანს, ლამბორგინი ისეთ კომპანიათა რიცხვს უერთდება, როგორიცაა NIke, Samsung, Twitter და სხვა. თუმცა ბევრი სხვა NFT-ისგან განსხვავებით, ლამბორგინის ნამუშევრები ხუთი ხელშესახები ელემენტისგან შედგება, რომლებიც ციფრულ ვერსიებთანაა კომბინირებული. ამრიგად, თუ NFT კულტურა ოდესმე დაშლას დაიწყებს, ფიზიკური ობიექტები კვლავ შეინარჩუნებს პირვანდელ ღირებულებას.

ამასთან, საგულისხმოა, რომ კომპანიამ 2020 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ნახშირბადის ბოჭკოების ნაჭრები გაუგზავნა, როგორც ერთობლივი კვლევითი პროექტის ნაწილი. ახლა კი სწორედ ეს მასალაა გამოყენებული თითოეული ნამუშევრის შესაქმნელად. ნახშირბადის ბოჭკოვანი კვადრატები ყუთშია მოთავსებული, რომელზეც შესაბამისი QR კოდებია ამოტვიფრული. ეს კოდები ფაბიან ოფნერის მიერ შექმნილ ციფრულ სურათებს შეესაბამება.

ხუთი სურათი ოდნავ განსხვავდება ერთმანეთისგან; ერთიანობაში კი გამოსახულების დამაინტრიგებელი სერია წარმოგვიდგება, რომელიც მოძრაობის განცდას ბადებს. ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარი, სახელწოდებით Spacetime Memory ავტომობილის ნაწილების 1500 ინდივიდუალური ფოტოსგან შედგება. ციფრულად დამუშავებისა და მცირე გამოსახულებების შერწყმის შემდეგ მიღებული ობიექტი კი დედამიწის ზემოთ განთავსებულ კოსმოსურ ხომალდს ჰგავს.

“ჩემთვის სივრცე-დროის მეხსიერება იმ მოგონებების ანალოგია, რომლებსაც თავად ვქმნით ცხოვრების განმავლობაში”, — ამბობს მხატვარი. ლამბორგინის აღმასრულებელი დირექტორის, სტეფან ვინკელმანის თქმით, კომპანიას სურს, ციფრული ხელოვნების მომავალს შეუერთდეს, რადგან მისი მომხმარებლები ძალიან ინოვაციურები არიან და მუდამ ეძებენ ამ ტიპის საკითხებს.

ქართულმა სტუდიებმა, ADDRESS და ALTERTOPOS, საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსზე საპატიო ჯილდო აიღეს

აზერბაინაჯსა და საქართველოში ერთობლივი ტურისტული კომბინირებული ტურები იგეგმება