“She” გრაფიკული დიზაინერის, ლანა ჯოხაძის ნამუშევრებს აერთიანებს. მათ გზავნილზე კი, თავად გვიყვება:
თითოეული ნამუშევარი ნაწილ-ნაწილ მაქვს აწყობილი, ანუ ერთ დღეს არ დავმჯდარვარ და არ გამიკეთებია. რაც შეეხება სათქმელს, ისაა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გოგო ხარ, როგორი ხარ… შენს გონებაში უსაზღვრო ემოცია და ფიქრია… გაფურჩქნული ყვავილებია… ჩემი გზავნილია: გოგოობას ნურასდროს შეწყვეტთ! ნურასდროს ჩაქრებით, – ლანა ჯოხაძე.