18
Jun
2019

Lancôme-ისა და Instagram-ის ვარსკვლავის კოლაბორაცია

18 Jun 2019

თავის მოვლისა და კოსმეტიკის ბრენდები ყველაზე ხშირად თანამშრომლობენ „ინფლუენსერებთან“. როგორც წესი, კომპანიები, მათი დახმარებით ცდილობენ, მეტად დაუახლოვდნენ სამიზნე სეგმენტს და მომხმარებლების მაქსიმალური ნდობა მოიპოვონ. ბოლო ასეთი კოლაბორაცია Lancôme-სა და „ინსტაგრამის“ ვარსკვლავ კიარა ფერანის შორის შედგა. ანტრეპრენერსა და ბრენდის გლობალურ მუზას, სოციალურ ქსელში, 16 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს, რაც ნიშნავს, რომ Lancôme, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან დიდი აუდიტორიას დაფარავს.

Forbes-მა კიარა ფერანი მოდის ყველაზე გავლენიან ინფლუენსერად დაასახელა, რომელსაც „საკუთარი სტილი, კარგი წარმოსახვის უნარი და დინამიური, ურბანული ცხოვრების წესი აქვს“. მან, კოსმეტიკის ბრენდთან ერთად, უკვე წარადგინა 3 ექსკლუზიური პროდუქტი: ტუჩსაცხები L’Absolu Mademoiselle Shine lipstick და L’Absolu Lacquer და ე.წ. თვალის ტუშიHypnôse Drama Mascara

„მინდოდა შემექმნა ისეთი პროდუქცია, რომელიც 100%-ით დაემთხვეოდა ჩემს სტილს. სწორედ ამიტომ გავაერთიანე ძალები Lancôme-სთან. ჩვენი საერთო პროდუქტი ზუსტად ჩემი თაობის ქალებისთვისაა“, – ამბობს კიარა ფერანი.

მათი ერთობლივი, ახალი კოლექცია, 26 ივნისიდან, ექსკლუზიურად, Brown Thomas-ისა და  Arnotts-ის ქსელში იქნება ხელმისაწვდომი.

განხილვა