in

დააღწევენ თუ არა თავს უკაცრიელ ადგილს ახალი Land Cruiser-ით?!

ოსკაროსანი მსახიობი ჰილარი სუონკი და კომიკოსი ჯიმი ო იანგი ტოიოტას მოკლემეტრაჟიან ფილმში გამოჩნდნენ. მათი მისია 2024 წლის Land Cruiser-ის რეკლამირებაა, თუმცა არ გეგონოთ, რომ იმაზე საუბრობენ, რაც, შესაძლოა, ახალმა მანქანამ პოტენციურ მომხმარებლებს შესთავაზოს, ტოიოტამ მათ საქმე ბევრად გაურთულა — თვალებახვეულებს თოვლიან სანაპიროზე, უკაცრიელ ადგილზე მიიყვანენ და ცივილიზაციისკენ დასაბრუნებელი გზის საპოვნელად ახალ მანქანას შესთავაზებენ. მოკლედ, რა მოხდება ციდან უცბად რომ Land Cruiser დაგეცეთ, ამას ტოიოტას ფილმში ნახავთ:

BOG

აღსანიშნავია, რომ კამპანია Land Cruiser-ის რეპუტაციას ეფუძნება, რომელიც 1958 წელს ჩაუშვეს, როგორც გამძლე და სანდრო პარტნიორი თავგადასავლების მოყვარული ადამიანებისთვის…

შესანიშნავი იყო სუონკისა და იანგის ყურება Land Cruiser-ის ტესტირებისას, აჩვენებდა მის შეუდარებელ უნარს, დაეპყრო განსხვავებული ადგილები და დაბრკოლებები სახლისკენ გზის ძიებაში. Land Cruiser ინარჩუნებს თავის ლეგენდარულ შესაძლებლობებს და ჩვენ აღფრთოვანებული ვართ იმ ფაქტით, რომ მსოფლიო გამოცდის საკულტო SUV-ის ახალ გამოცემას, — აცხადებს მაიკ ტრიპი, Toyota-ს მარკეტინგული ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი.

Land Cruiser Get Back Challenge-ის მოკლემეტრაჟიან ფილმზე Saatchi & Saatchi-მ იმუშავა. 

Inside Out 2-ს ნოსტალგიის პერსონაჟიც ემატება

Forum.ge-ს „გაკვეთილები“ — ინტერვიუ Spotlight Tech 2024-ის სპიკერ თემურ ხაინდრავასგან